თეგებით ძიება
13. 08. 2019 News-ები

"ეს უსასრულოდ ვერ გადაწყვეტილება...ვალების ჩამოწერაზე არც მოუმართავთ" - ფინანსთა მინისტრი "რუსთავი2"-ის და "იმედის" დავალიანებაზე

„რუსთავი2“-ის დავალიანებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. დავალიანება აქვს ტელეკომპანია „იმედსაც“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, საბიუჯეტო დავალიანების მქონე ტელეკომპანიებს, მათ შორის "რუსთავი 2"-ს ვალის ჩამოწერის მიზნით სამინისტროსთვის არ მიუმართავთ:
„არ ვიცი ჯერ. ვიცი თანხა საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. არც მოუმართავთ არავის ვალების ჩამოწერაზე. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იოლი გადასახდელი არ იქნება ეს ვალები და ამას უნდა რაღაც ტიპის გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში. უსასრულოდ ეს ვერ გაიწელება. რა გადაწყვეტა იქნება, ამას შევიმუშავებთ მათ შორის ტელეკომპანიებთან ერთად.“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.






წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა