თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

რიყე-ნარიყალას საბაგირო დღეს 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 14 აგვისტოს 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ავრცელებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცნობით, 14 აგვისტოს „თელასის” გეგმიური სამუშაოების გამო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება.

„ამის გამო საბაგირო გზა 11:00-დან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება მგზავრებს“, – აცხადებს კომპანია და მგზავრებს დისკომფორტისთვის ბოდიშის უხდის.






წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა