თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

"ჩვენ უნდა ვაჭამოთ, ვასვათ, ფულიც ვავაკეთებინოთ და ტენდერის გამოცხადებაც არ უნდათ" - ლევან ხაბეიშვილი თავდაცვის სამინისტროს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს.

ლევან ხაბეიშვილმა უწყების მიერ აგვისტოში გაფორმებულ 3 ხელშეკრულება გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დასახელებული თანხა სამინისტრომ 3 მომსახურების შეძენისთვის, ტენდერის გარეშე უნდა გადაიხადოს.

"მიზნობრიობა არ არის, თუ რაში უნდა გადავიხადო 300 ათასი ლარი. ყველა ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ამა თუ იმ კომპანიასთან, რაღაცით დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან," ხელისუფლებასთან, მაღალი თანამდებობის პირებთან, ანუ სარესტორნო ხარჯებს ჩვენ გვახდევინებენ - ჩვენ უნდა ვაჭამოთ, ჩვენ უნდა ვასვათ, ფულიც ჩვენ უნდა გავაკეთებინოთ, მათსავე აქტივისტებს და საბოლოო ჯამში ვღებულობთ იმას, რომ ამაზე ტენდერის გამოცხადებაც არ უნდათ" - აღნიშნა ხაბეიშვილმა.





წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა