X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ევროპიდან მოწვეული ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძე თბილისში კონსულტაციებს გამართავს
  • ევროპიდან მოწვეული ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძე თბილისში კონსულტაციებს გამართავს

    ევექსი ჰოსპიტლების მოწვევით, 23-24-25 სექტემბერს საქართველოს დანიაში მოღვაწე ქართველი ონკოლოგი ეწვევა. ზაზა უჯმაჯურიძე ონკოლოგიური პაციენტებისთვის კონსულტაციებს გამართავს.
    კონსულტაციები მოზარდთა სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტებისთვის თბილისში, რეგიონულ ჰოსპიტალში გაიმართება.

    კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარი ჩაწერა (2 55 05 05), ხოლო ექიმთან ვიზიტამდე სასურველია, პაციენტებმა მათ მიერ ჩატარებული კვლევების პასუხები გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე - zaza.ujmajuridze@evex.ge. ევროპაში მოღვაწე ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძე თითოეულ სამედიცინო ისტორიას კონსულტაციის გაწევამდე გაეცნობა, რაც მას საშუალებას მისცემს, მეტი დრო დაუთმოს პაციენტებთან გასაუბრებას.

    სოციალურად დაუცველი პირებისთვის კონსულტაცია უფასოა.







    წყარო:newposts.ge
    49 ნახვა
    Загрузка...
    14-08-2019, 04:30
    Загрузка...
    Загрузка...