თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

გქონიათ სექსის შემდეგ უცნაური ფანტომური შეგრძნება? - ეს მოვლენა ექსპერტებმა ახსნეს

სექსის შემდეგ ხშირად უცნაური შეგრძნება ეუფლებათ ადამიანებს. მაგალითად, ფანტომური პენისი.

სექსუალური აქტის შემდეგ საშოში პენისის შეგრძნება საკმაოდ ბევრ ქალს აქვს, თუმცა, ამას ყურადღებას დიდად არ აქცევენ.


ეს უცნაური შეგრძნება, რომელსაც სამედიცინო ენაზე ვაგინალურ წნევას უწოდებენ, ხშირად ორსულებსაც აქვთ პირველ ტრიმესტრში. ამ დროს ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონ რელაქსინს, რათა საშვილოსნო ნაყოფის სამომავლო ზრდისთვის მოამზადოს და ქალს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს საშოში რაღაც აწუხებს.


ასეთი შეგრძნება, როგორც წესი, ჩნდება პენისის საშოში შეღწევის შემდეგ: ინტიმური კუნთები დაჭიმული რჩება იმ დროსაც კი, როდესაც სექსუალური აქტი დასრულდება და პენისი საშოში აღარ არის. ორსულებშიც ამ ფანტომურ შეგრძნებას კუნთოვანი სპაზმი იწვევს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაგინალური წნევის უმთავრესი მიზეზი ორგაზმის არარსებობაა. სექსის დროს სხეულის ინტიმურ ნაწილებს სისხლი ძლიერი ნაკადით მიეწოდება და თუკი ამ დროს ქალმა ორგაზმი ვერ განიცადა, ის კუმშავს კუნთებს და მათ მოდუნების საშუალებას არ აძლევს: „თუკი ეს შეგრძნება ტკივილში გადადის, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუკი ამ შეგრძნებას ტკივილი არ ახლავს, საშიში არაფერია“, - განმარტავენ ექსპერტები






წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა