თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

ეფექტური ნიღბები, რომლებიც თმის ზრდას უწყობს ხელს

მართალია, ბუნებრივად ჯანსაღ და ლამაზ თმას არაფერი სჯობს, მაგრამ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, თუკი მზად ხართ, იმოქმედოთ!

იმისთვის, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს, გასქელდეს, იყოს მბზინვარე და ჯანსაღი, ნამდვილად ღირს სპეციალური ნიღბების მომზადება ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტების დახმარებით. კოსმეტიკური ნიღბები თმას მხოლოდ „აპრიალებს“, თმის ზრდის სტიმულირებასა და კვებას კი აბსოლუტურად ვერ უზრუნველყოფს. ამიტომაც გთავაზობთ 7 ნიღაბს, რომლებიც მოცემულ დავალებას მარტივად გაუმკლავდება და შედეგს უკვე ერთ თვეში შეამჩნევთ.

ეს ხალხური მეთოდები უკვე საუკუნეებია ეფექტიანად მუშაობს.

7 მეთოდი, რომელიც თმის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს

ალოე
გაჭერით ალოეს ფურცლები ორ ნაწილად და გაწურეთ. ალოეს წვენი თმის ძირებში შეიზილეთ ნელი მასაჟით. ამგვარად, ალოს წვენი ღრმად შეაღწევს თავის კანში და სისხლის მიმოქცევას გაგიუმჯობესებთ. გაიჩერეთ ალოეს ნიღაბი თავზე ორი საათი ან თუნდაც მთელი ღამით. შემდეგ კი ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.


ვაშლის ძმარი
თავის დაბანის შემდეგ ნებისმიერი თმის კონდიციონერის ნაცვლად გადაივლეთ თმაზე ვაშლის ძმარი, ისე, რომ აღარ ჩამოიბანოთ, უბრალოდ, თმა გაიწურეთ და თმის საშრობით გაიშრეთ.

კვერცხის ცილა
ათქვიფეთ ორი კვერცხის ცილა. აფუებული მასა თმაში შეიზილეთ. შეიფუთეთ თმა პოლიეთილენის პარკით და დაიხურეთ ქუდი. დაახლოებით, 40 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

მდოგვის ფხვნილი
2 ს/კ მდოგვის ფხვნილს დაასხით ამავე რაოდენობის წყალი. დაამატეთ კვერცხის გული, 2 ს/კ აბუსალათინის ზეთი და 2 ჩ/კ შაქარი. მიღებული მასა შეიზილეთ თმაში. შეიფუთეთ თმა პოლიეთილენის პარკით და ერთი საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.


კონიანკი
100 გრამი კონიაკი და ერთი კვერცხი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. მიღებული ნიღაბი შეიზილეთ თმის ძირებში და მთელ სიგრძეზე. ერთი საათის შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.

ლიმონი
ერთი ლიმონის წვენს დაამატეთ ნახევარი ხახვის წვენი და 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი. მიღებული მასა შეათბეთ ორთქლზე და თბილი ნიღაბი შეიზილეთ თმაში. ერთი საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

დარიჩინი
2 ჩ/კ დარიჩინს დაამატეთ 4 ჩ/კ ცისფერი თიხა. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. შეიზილეთ თმაში ნახევარი საათით და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

ჩამოთვლილი ნიღბების ერთჯერადად მოხმარებიდან შედეგს, ბუნებრივია, ვერ შეამჩნევთ. თუმცა, ერთი თვის ან თვე-ნახევრის შემდეგ სასურველ რეზულტატს მიიღებთ. სასურველია, ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი ნიღბით კვირაში 2-3-ჯერ ისარგებლოთ.







წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა