თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

დედა, ფერია თუ ავანტიურისტი - როგორი ცოლი იქნებით?

სანამ საკურთხეველთან მივალთ, დარწმუნებულები ვართ, რომ საყვარელი ადამიანისთვის იდეალური ცოლები ვიქნებით. ოღონდ ეგაა, ოჯახურ ცხოვრებას გარკვეული კორექტივები შეაქვს ცოლ-ქმრის ურთიერთობაში...



ფერია

ამ ტიპის ცოლის მთავარი დანიშნულებაა, ქმრის მზერას ახარებდეს. ის კარგად ერკვევა სალონის პროცედურებში და 33 ხერხი იცის, როგორ გამოიყურებოდეს მიმზიდველად. სამაგიეროდ წარმოდგენა არ აქვს, როგორ გადაანაწილოს ოჯახის ბიუჯეტი. ის სილამაზის რიტუალებით ისე იღლება, როგორც ჩვეულებრივ სამსახურში დაიღლებოდა. ამიტომაც საშინლად აღიზიანებს, თუ ვინმე მის ფუჭ ცხოვრებაზე მიანიშნებს.

ქალი-ფერიები მარტივად ცხოვრობენ, სიხარულით თანხმდებიან მეუღლეებს, დამოუკიდებლად გადაჭრან მნიშვნელოვანი საოჯახო საკითხები. მებრძოლი თანამგზავრის როლი მათთვის შეუფერებელია, სამაგიეროდ, შესანიშნავი მსმენელები არიან და იციან, როგორ აღფრთოვანდნენ საკუთარი ქმრით.


ბიზნესლედი

ასეთი გოგოები ხშირად იკავებენ ხელმძღვანელის პოსტს და სახლს სამსახურში ურევენ, ოჯახის წევრებს კი - ქვეშევრდომებში. ბიზნესლედის ყველაფერი ისე აქვს დაგეგმილი და აწყობილი, როგორც თავად მიაჩნია სწორად. შეცვალოს ბინა, იყიდოს ახალი ავტომობილი, მოაწყოს აგარაკი - არ არსებობს ისეთი რამ, რის გაკეთებასაც ის ვერ შეძლებს. ზოგჯერ ის დემოკრატიულობანასაც თამაშობს, აძლევს რა მეუღლეს უფლებას, აირჩიოს რესტორანი, სადაც საღამოს ივახშმებენ, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მის მოსიყვარულე ღიმილში აშკარად გამოკრთის: ნუ, რა თქმა უნდა, ის ამასაც ვერ გაართმევს თავს.

ბიზნესლედის რაციონალიზმი უსწრაფესად უქრობს მეუღლეს სურვილს, აჩუქოს ცოლს ყვავილები ან მოუწყოს რომანტიკული ვახშამი. მის ხმაში მბრძანებლური ნოტები წმინდანსაც კი გამოიყვანს მდგომარეობიდან. პარადოქსულია, მაგრამ დრო და დრო ბიზნესლედიც იღლება და იწყებს ქმრის გაკიცხვას იმ თვისებების უქონლობის გამო, რომლებიც წლების განმავლობაში ქმარში თავადვე ამოძირკვა.


დედა

ცოლი-დედა საკუთარი არსებობის აზრს შვილებსა და ქმარზე (რომელსაც, არსებითად, ბავშვად აღიქვამს) ზრუნვაში ხედავს. მისი სახლი - ეს არის ოჯახური სიმყუდროვის იდილიური სურათი: სამზარეულოდან უგემრიელესი კერძების სურნელი გამოდის, ზედაპირებზე მტვრის ნატამალიც კი არსად ჩანს და მთელი დღე ოჯახური საქმეების კეთებაში გადის. ის ყველასთვის მოძებნის თბილ სიტყვებს, მოუსმენს და დაამშვიდებს. დროთა განმავლობაში ცხოვრების ასეთ წესს ოჯახის წევრები ისე იღებენ, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა იყოს. გამონაკლის შემთხვევებში კი მზრუნველი დედა მომთხოვნ მსხვერპლად გადაიქცევა: როცა თავისი დამსახურებების აღიარებას ვერ იღებს, ის „უმადურ“ ნათესავებზე იბოღმება.


პერფექციონისტი

ეს არის ქალი-მოტორი. მას ზუსტად აქვს წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს ცოლი და მკაცრად მიჰყვება ამ წარმოდგენას. ის ცდილობს, ყველაფერში წარმატებული ყოს, მუშაობს, სახლის საქმეებს უძღვება (და მუდმივად იდანაშაულებს თავს იმის გამო, რომ სრულყოფილი არ არის), ცდილობს, მეტი დრო გაატაროს საყვარელ ადამიანებთან, უვლის თავს... გარშემომყოფთათვის აღფრთოვანების ობიექტია, მაგრამ... მუდმივი ძრავა არ არსებობს. პერიოდულად ცოლი-პერფექციონისტი სიცარიელეს გრძნობს. მიზეზი ბანალურია - დაღლილობა მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე ყოფნით. სრულყოფილების დევნით „არაიდეალური“ მეოჯახე ცოლებიც იღლებიან, რომლებსაც არ შეუძლიათ, თავი მოიწონონ ასეთივე შრომისმოყვარეობით და დანაშაულის გრძნობას განიცდიან.


ავანტიურისტი

ამ კატეგორიის ცოლებში მოიაზრებიან მომხიბვლელი, თვითრეფლექსიისკენ მიმართული გოგოები. ასეთი ცოლი გაორებას განიცდის. ან არარეალიზებულობით იტანჯება, ფიქრობს, რომ მეტი შეუძლია და იხრჩობა. ან თავით ეშვება ახალ საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს ცხოველთა დაცვა, სიმღერისა თუ ფერწერის გაკვეთილები. ყველაზე მთავარი - ამ ახალი წამოწყების ორბიტაზე მთელი ოჯახი აღმოჩნდება ხოლმე. საბედნიეროდ (და ეს თავადაც იცის), მისი გატაცებები მუდმივი არ არის. მთელი ამ აქტიურობის აზრი ახალი შთაბეჭდილებების ძიებაა. ასეთი ქალების ავანტიურისტული სული ურღვევია, და თავგადასავლების მოთხოვნილების დაკმაყოფილება ოჯახურ სავანეში შეუძლებელია.









წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა