თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

10 რამ, რაც სექსში ყველაზე მეტად გაშინებთ

გირჩევთ, ისარგებლოთ ამ ინფორმაციით...

რისი გეშინიათ საწოლში ყველაზე მეტად? - ასეთი გამოკითხვა ბრიტანულმა ფარმაცევტულმა საიტმა ჩაატარა. გამოკითხვაში ორი ათასამდე მომხმარებელი მონაწილეობდა (1212 კაცი და 916 ქალი).
აღმოჩნდა, რომ შიშები ორივე სქესს თითქმის იდენტური აქვს, თუმცა, ინტენსივობა - საკმაოდ განსხვავებული.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ორ ტოპ-ათეულს. შიშები სიაში განლაგებული მეტ-ნაკლებად უწყინარიდან (მეათე ადგილი) ყველაზე ძლიერამდე (პირველი ადგილი).

შიშები კაცებში:

10. „სექსის შემდეგ ქალის მიმართ ყველანაირ ინტერესს დავკარგავ და მერე უკვე აღარ მეცოდინება, რა გავაკეთო“.

9. „პარტნიორი იფიქრებს, რომ გამოუცდელი საყვარელი ვარ“.

8. „ძალიან პატარა პენისი მაქვს“.

7. „არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო კარგი სექსი“.

6. „ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნება“.

5. „პარტნიორს არ მოეწონება, თუ როგორ გამოვიყურები შიშველი“.

4. „დროზე ადრე დამეწყება ერექცია“.

3. „პრეზერვატივი გამეხევა“/ „ჩემი პარტნიორი დაორსულდება“.

2. „ჩემი პარტნიორი ვერ მიაღწევს ორგაზმს ან არ იქნება დაკმაყოფილებული“.

1. „მისგან რამე გადამედება“.


შიში ქალებში

10. „არ ვიცი, როგორ უნდა მოვახერხო კარგი სექსი“.

9. „ვერ მივიღებ ორგაზმს ან ვერ დავკმაყოფილდები“.

8. „კაცი არ განიცდის ორგაზმს ან ვერ დაკმაყოფილდება“.

7. „სექსის დროს შეიქმნება უხერხული სიტუაცია ორგანიზმის ფუნქციიდან გამომდინარე, რომელსაც ვერ გავაკონტროლებ“.

6. „კაცს მოუნდება ისეთი რამ, რაც მე არ მომეწონება“.

5. „კაცი არ გაითვალისწინებს, როდესაც რამის გაკეთებას ავუკრძალავ“.

4. „პარტნიორს არ მოვეწონები შიშველ მდგომარეობაში“.

3. „პრეზერვატივი გაიხევა“/„დავორსულდები“.

2. „მისგან რამე გადამედება“.

1. „კაცი უარს იტყვის პრეზერვატივით სარგებლობაზე“.

აი, ასე. ახლა უკვე ყველაფერი იცით. კაცებო, ისარგებლეთ ამ ინფორმაციით თქვენი მეგობარი გოგოს ხათრით მაინც. თუკი ის შეწყვეტს ნერვიულობას და შფოთვას სექსის დროს, იმასაც კი გაპატიებთ, რომ მერვე პუნქტში მითითებულ თქვენს შიშს რეალური საფუძველი აქვს.








წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა