თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

წონა და სტრესი: ხან ძალიან ბევრს ვჭამთ, ხან კი მადა გვეკარგება. რატომ?

აღმოჩნდა, რომ სტრესს სხვადასხვა ფორმა აქვს.

ყველა ჩვენგანი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე განვიცდით სტრესს, თუნდაც, მცირედს, მაგრამ მასზე ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა რეაქცია აქვს. ერთ შემთხვევაში ძლიერი მადა იღვიძებს ჩვენში და ალბათ, ის სიტუაციაც გეცნობათ, როდესაც ყელში ლუკმა არ გადაგვდის. რაზეა ეს დამოკიდებული? აღმოჩნდა, რომ სტრესი სხვადასხვანაირი არსებობს.


საჭმელზე მოთხოვნილება სტრესის სახეობის მიხედვით:

1. როდესაც ძლიერ სტრესს განცვიცდით, საჭმლის მოთხოვნილება მეორე პლანზე გადადის. ამ შემთხვევაში ორგანიზმი კონცენტრირებულია მნიშვნელოვან დავალებაზე: გადარჩეს, გადაიტანოს ტკივილი, გადალახოს პრობლემა და ა.შ.

და პირიქით, ფონური, ზომიერი სტრესის დროს ჭამის სურვილი ძლიერდება და სტრესულ მდგომარეობაში მიღებული გემრიელობები თითქოს ორგანიზმს ამშვიდებს. როგორც კი აღმოვაჩენთ „დამამშვიდებელ“ საკვებს, ამ მეთოდს კვლავ ვუბრუნდებით. საბოლოოდ, ამგვარი ქცევა ჩვევაში გადადის: ყველაზე უმნიშვნელო სტრესის დროსაც კი შვებას საჭმელში ვპოულობთ.

2. ფსიქიკური მიზეზების გარდა კიდევ არსებობს პათოფიზიოლოგიური მიზეზები, რომლებიც მადაზე მოქმედებს. ერთ-ერთი მათგანია - ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის დარღვევა. ძლიერი, მოულოდნელი სტრესის დროს სისხლს მიეწოდება ადრენალინის დიდი დოზა, რომელიც მადას აქვეითებს. ადრენალინი აქტიურად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

აი, მუდმივი, დამღლელი სტრესის დროს თირკმლის ჯირკვლები კორტიზოლს (ჰორმონი, რომელიც ორგანიზმს სტრესისგან იცავს) უფრო დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს. ორგანიზმში იწყება დამცავი პროცესები, რის ხარჯზეც გვემატება მადა და მუდმივად შიმშილის შეგრძნება გვეუფლება. ამ დროს კი, ნივთიერებათა ცვლა ნელდება: ცხიმი უფრო სწრაფად გროვდება და ორგანიზმი ენერგიას ვერ ხარჯავს.

3. ექიმი-დიეტოლოგები, ასევე, მიიჩნევენ, რომ ჭამის სურვილი დაკავშირებულია იმასთან, რომ მუდმივი სტრესი ზოგიერთ მიკროელემენტსა და ვიტამინზე გავლენას ახდენს.

როდესაც ადამიანი ნერვიულობს, B და C ჯგუფის ვიტამინები ორგანიზმში აქტიურად იხარჯება, მცირდება მაგნიუმის შემადგენლობა და ამ დანაკარგის ანაზღაურებას იმ პროდუქტების მიღებით ვცდილობთ, რომლებიც ამ ვიტამინებს შეიცავს, მაგალითად, შოკოლადი, თხილი, ჩირეული. ამიტომ, მას, ვისაც სტრესის დროს ჭამის მადა ეკარგება, ტკბილეული იზიდავს. მნიშვნელოვანია, ვერბძოლოთ სტრესის მიზეზს და მოვძებნოთ ალტერნატიული „სასუსნავი“ სპორტში, მასაჟსა და ჰობიში.

ასევე, მნიშვნელოვანია ძილის დროის კონტროლი, რომელიც არ უნდა იყოს 7 საათზე ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში ლეპტინის დონე (ჰორმონი, რომელიც ნაყროვანებაზეა პასუხისმგებელი) შემცირდება და ჭამის მადა მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება.







წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა