თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

თუკი ამ 8 პრობლემიდან ერთი მაინც გაწუხებთ, მიირთვით ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი მდიდარია ფლავონოიდებით, რომლებიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს და აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. ეს ნივთიერებები სასარგებლოა ჰიპერტენზიის, დიაბეტის, კუჭისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სამკურნალოდ.


ლიმონის წვენი, ასევე, სასარგებლოა კანისთვის, კბილებისა და თმებისთვის. ამ ციტრუსის წვენი შეიცავს ციტრატებს მაღალი კონცენტრაციით და ლიმონის მჟავის მარილებს. ციტრატები აფერხებს თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. სხვათა შორის, ციტრატები, ლიმონის გარდა, სხვა ციტრუსებშიც არის, მაგრამ ლიმონში - ძალიან დიდი რაოდენობით.


8 პრობლემა, რომელსაც ლიმონის წვენი ნებისმიერ აბზე უკეთ კურნავს.


1. ზედმეტი წონა

ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ლიმონის წვენი ხელს უწყობს წონაში კლებას. ლიმონში შემავალი პექტინი - ეს არის უჯრედისი, რომელიც ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს. სწორედ ამ პექტინის დახმარებით ნაწლავში შაქრის შეწოვის პროცესი ნელდება. ასევე, ლიმონი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.


2. კანის პრობლემები

ლიმონში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უშლის ნაოჭების, პიგმენტური ლაქებისა და ნაწიბურების წარმოქმნას. ის, ასევე, სასარგებლოა სისხლის გასაწმენდად, რაც, თავის მხრივ, კანის ბზინვარებას უწყობს ხელს.


3. ინტოქსიკაცია

წყალში გაზავებული ლიმონის წვენი სასარგებლოა ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის და ნაწლავების გასაწმენდად. ლიმონიანი წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესს და აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.


4. კოლიტი

ლიმონის პექტინის ბოჭკოები შესანიშნავად კურნავს კოლიტს და წმენდს ნაწლავებს. ლიმონის წვენი, ასევე, მოქმედებს როგორც ეფექტური ანტიბაქტერიული საშუალება.


5. არადაბალანსებული рН

ერთი ჭიქა ცხელი წყალი და ლიმონი დილაობით рН-ის დონეს არეგულირებს, რადგან ლიმონი ძლიერი ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტია.


6. საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები

ლიმონის წვენი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს ღვიძლს ნორმალურ მუშაობაში.


7. ბაქტერიული ინფექცია

ლიმონი აჩერებს ბაქტერიების ზრდისა და გამრავლების პროცესს.


8. ანთება და ტკივილი

ლიმონის წვენი ხსნის სახსრების ტკივილსა და ანთებას, განსაკუთრებით მუხლის არეში. ხელს უწყობს შარდში მჟავის დაშლას და შესანიშნავი საშუალებაა ხანდაზმული ადამიანებისთვის.


ყურადღება!

ლიმონის წვენის მიღება წყალში გაუზავებლად და უზმოზე დაუშვებელია, რადგან ამგვარად, შესაძლოა, კუჭ-ნაწლავი დაიზიანოთ. სასურველია, ლიმონის ცოტაოდენი წვენი წყალში დაამატოთ და თაფლით დაატკბოთ.

ლიმონის წვენს უკუჩვენებაც აქვს. მაგალითად, ლიმონის წვენის მიღებაზე უარი უნდა თქვან ადამიანებმა, რომელთაც აწუხებთ კენჭები, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი და გასტრიტი.






წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა