თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

ჩიფსები ლავაშისგან

სახლში მომზადებული ხრაშუნა ჩიფსები ნაყიდ ჩიფსებს არაფრით ჩამოუვარდება და ქარხნულად მომზადებულ ჩიფსებზეც გაცილებით სასარგებლოა.





ჩიფსების სახლის პირობებში მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

უსაფუარო თხელი ლავაში

ნატურალური იოგურტი - 100 გრ

პესტო (იტალიური სოუსი) - 50 გრ

მარილი, პილპილი - გემოვნებით

ნაკლებმარილიანი ყველი - 100 გრ

ნიორი - 2 კბილი

ზეითუნის ზეთი - 30 გრ


მომზადების წესი:

სახლში მომზადებული ან ნაყიდი იოგურტი გადაურიეთ პესტოში. დაამატეთ მარილი, პილპილი და დაჭყლეტილი ნიორი.

ლავაშს სილიკონის ფუნჯით გადაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ წვრილად გახეხილი ყველი და პიცის საჭრელი დანით დაჭერით თხლად.

გადაუსვით იოგურტითა და პესტოთი მომზადებული სოუსი და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით, 12-15 წუთით.

სულ ეს არის. ხრაშუნა ჩიფსები მზად არის.

გემრიელად ახრაშუნეთ.









წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა