თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

5 ქალი, რომლებსაც სახელი და დიდება კაცებმა მოჰპარეს

საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ ქალები უფლებებისთვის. არცთუ იშვიათად ცოლები ქმრებზე გაცილებით ჭკვიანები და ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ საზოგადოება უარს ამბობდა ამის აღიარებაზე და მათ დამსახურებებს კაცებს მიაწერდა.



ფრანგი მწერალი სიდონი-გაბრიელ კოლეტი
1873-1954




სიდონი-გაბრიელ კოლეტი - ფრანგი მწერალი XX საუკუნის დასაწყისში. მის კალამს ეკუთვნის დაახლოებით 50-მდე რომანი, რომლებსაც დღემდე კითხულობენ მთელ მსოფლიოში. კოლეტმა ძალიან მძიმე გზა გაიარა იმის დასამტკიცებლად, რომ ის იყო ავტორი იმ ნაწარმოებებისა, რომლებსაც მისი ქმარი ფსევდონიმით აქვეყნებდა და მთელი ფრანგული საზოგადოება დააჯერა, რომ ეს მას შეეძლო, ასე ნიჭიერად გადმოეტანა ქაღალდზე თავისი აზრები.

ვილიმ კოლეტი თავისი უბრალოებით, გულუხვობითა და მხიარული ხასიათით მოხიბლა. პირველი თვეები გაბრიელა ძალიან ბედნიერი იყო ქორწინებაში, მანამ, სანამ გაიგებდა, რომ მისი ქმარი ძუნწი და იაფფასიანი მექალთანე იყო. გაბრიელა სახლში მარტო იჯდა, როცა მისი ქმარი უკანასკნელ დანაზოგს ქალებთან გართობაში ხარჯავდა.

ერთხელაც ვილიმ აღმოაჩინა, რომ მის ცოლს მწერლობის ნიჭი ჰქონდა. გაბრიელა ბევრ ისტორიას ჰყვებოდა თავისი ბავშვობიდან და ვილიმ დაარწმუნა, რომ ეს მოგონებები დაეწერა. 1900 წელს გამოვიდა წიგნი „კლოდინა სკოლაში“, გარეკანზე ავტორად მითითებული მამაკაცის გვარით. ხუთი წლის განმავლობაში ერთ ოთახში გამოკეტილი წერდა გაბრიელა რომანებს, დიდებას კი ვილი იმკიდა.

გაბრიელას რომანებით ვილი გამდიდრდა და პოპულარული გახდა. უამრავი საყვარელი გაიჩინა, კოლეტს კი გაშორდა და საერთოდ უფულოდ დატოვა. ლუკმაპურის საშოვნელად გაბრიელა თეატრში გამოდიოდა და თან წიგნების წერას აგრძელებდა, ოღონდ ამჯერად საკუთარი გვარით აქვეყნებდა.

ვილისთან გაშორების შემდეგ კოლეტი კიდევ ორჯერ გათხოვდა. ნამდვილი სიყვარული მან მესამე ქმართან იპოვა, მაგრამ ოჯახური იდილია მეორე მსოფლიო ომმა და ოკუპაციამ დაურღვია. თავს გადახდენილი ამბები კოლეტმა მოთხრობებად აქცია და საერთო ჯამში, ის 50-მდე წიგნის, სტატიების ოთხი ტომისა და უამრავი პიესის ავტორია.

ომის შემდეგ კოლეტი აღიარეს, როგორც მწერალი და გონკურის აკადემიის პირველი ქალი წევრიც გახდა.

კოლეტის როლი შესანიშნავად განასახიერა შეუდარებელმა კირა ნაითლიმ ამავე სახელწოდების ფილმში.


ამერიკელი მხატვარი მარგარეტ კინი
91 წლის





მარგარეტ კინმა სახელი გაითქვა დიდთვალება ბავშვებისა და ქალების პორტრეტებით. თუმცა საკუთარი ავტორობის დამტკიცება მას სასამართლოში მოუხდა.

მარგარეტმა მომავალი მეუღლე უოლტერ კინი 1955 წელს გაიცნო. ქალი - დამწყები მხატვარი, კაცი - მეწარმე. უოლტერი მაშინვე მიხვდა, რომ ქალის ნიჭიერებით ფულს იშოვიდა და მისი ნახატების გაყიდვა დაიწყო, თანაც საკუთრად ასაღებდა. როცა მარგომ ქმრის მზაკვრობა შეიტყო, გადაირია და მოითხოვა, ნახატებზე მისი სახელი ყოფილიყო. მაგრამ უოლტერმა როგორღაც დაარწმუნა, რომ აფერას ისე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, რომ შეიძლებოდა ამას სასამართლო გარჩევები მოჰყოლოდა და თანაც ქალს არანაირი შანსი არ ჰქონდა, წარმატებული მხატვარი ყოფილიყო.

60-იანი წლებში მარგოს ნახატები დიდ ფულზე იყიდებოდა. მარგარეტი ყოველდღე დღეს 16 საათს მუშაობდა, უოლტერი კი სიმდიდრითა და დიდებით ტკბებოდა.

10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მარგარეტმა ქმართან გაშორება გადაწყვიტა, თუმცა დაჰპირდა, რომ მომავალშიც დახატავდა მისთვის. კინი ჰავაიზე გაემგზავრა და იქ შეძლო სიტუაციის გაანალიზება.

1970 წელს მარგარეტ კინმა გადაწყვიტა, სიმართლე ეთქვა, მის აღიარებას კი სასამართლო პროცესები მოჰყვა. მოსამართლემ ექსმეუღლეებისგან მოითხოვა, პირდაპირ სასამართლოს დარბაზში დაეხატათ დიდთვალება გოგონა. მარგარეტმა ამოცანას თავი იოლად გაართვა, უოლტერმა კი ისიც არ იცოდა, ფუნჯი როგორ დაეჭირა ხელში.


ინგლისელი ფიზიკოსი ჯოსელინ ბელ ბერნელი
72 წლის




ბელს ბავშვობიდან აინტერესებდა მეცნიერება და 11 წლისამ ჩააბარა გამოცდები უმაღლესი განათლების მისაღებად. 24 წლისა კემბრიჯის ასპირანტურაში სწავლობდა და ენტონი ჰიუიშის ხელმძღვანელობით 81.5-მეგაჰერციანი რადიოტელესკოპის შექმნაში მონაწილეობდა. სწორედ მან აღმოაჩინა პირველი პულსარები. ამ აღმოჩენამ სრულიად შეცვალა თანამედროვე ასტროფიზიკა და მიუხედავად იმისა, რომ პულსარებზე დაკვირვებას ბელი ახორციელებდა და ეს აღმოჩენაც მთლიანად მას ეკუთვნოდა, ნობელის პრემია მაინც ენტონი ჰიუიშმა მიიღო, ბელი კი ჯილდოს გარეშე დარჩა. ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებამ სამეცნიერო წრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ბელის ბევრმა კოლეგამ ხომ ძალიან კარგად იცოდა, რომ აღიარებას სწორედ ის იმსახურებდა და არა ჰიუიში.

მართალია, ჯოსელინ ბელ ბერნელს ნობელის პრემია არ მიანიჭეს, მაგრამ აღიარება მან მაინც მიიღო. 2013 წელს ის დიდი ბრიტანეთის 100 ყველაზე გავლენიან ქალბატონს შორის დაასახელეს.


ფრანგი მხატვარი მარი დიუვალი
1847-1890




ცოტამ თუ იცის, რომ პოპულარული კომიქსების პერსონაჟის ალი სლუპერის ავტორი იზაბელ ემილი დე ტესიერია, რომელიც მარი დიუვალის ფსევდონიმითაა ცნობილი.

ფრანგი გოგონა დამწყები მხატვარი და მსახიობი იყო, როცა თავისი მომავალი მეუღლე, ბრიტანელი კარიკატურისტი ჩარლზ როსი გაიცნო. ჩარლზი თავიდანვე მიხვდა, რომ ცოლის ნიჭი დაეხმარებოდა, ისტორიაში თავისი სახელი დაეტოვებინა.

კომიქსების გმირი ალი სლუპერი ქალაქელი ბიჭია, რომელიც უდარდელად ცხოვრობს და გამუდმებით ხელიდან უსხლტება კრედიტორებს. ეს პერსონაჟი ინგლისის მუშათა კლასზე იყო გათვლილი, რომელიც ამ ბიჭში ბრიტანეთის ტრუშობებში გაზრდილ მოხერხებულ ადამიანს ხედავდა.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ ჩარლზ როსს სლუპერის ავტორად, მხოლოდ 150 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ალი სლუპერის შექმნისთვის ინგლისი მისი ცოლის მადლიერი უნდა იყოს.

ეს ტყუილი ისტორიკოსმა დევიდ კუნცლემ გამოააშკარავა. მან დაამტკიცა, რომ შეიძლება ჩარლზ როსმა გამოიგონა ეს პერსონაჟი, მაგრამ დახატვით სწორედ მარი დიუვალმა დახატა. ასე რომ, მთელი დიდება სწორედ ცოლს ეკუთვნის და არა ქმარს.


გერმანელი მწერალი მარგარეტ შტეფინი
1908-1941




ბერტოლდ ბრეხტი - თეატრალური მოდერნიზმის ფუძემდებელი და დიდი გერმანელი დრამატურგი. მაგრამ ვის უნდა უმადლოდეს ის თავის დიდებას? ფიქრობენ, რომ მისი, მინიმუმ, ექვსი პიესის ავტორი შესაძლოა, მარგარეტ შტეფინი იყოს, რომელიც ბრეხტის მუზა გახლდათ მთელი 10 წლის განმავლობაში.

მარგარეტს ბრეხტი ძალიან უყვარდა, ყოველთვის მის გვერდით იყო და ყველაფერში ეხმარებოდა, ასრულებდა მძიმე და დაუნახავ სამუშაოს, რის კეთებაც ბრეხტს თავად არ სურდა. თუმცა მწერალი არასოდეს უარყოფდა ქალის წვლილს მის ნაწარმოებებში და ერთობლივად მოფიქრებულ პიესებს ყოველთვის აწერდა: „მ. შტეფინისთან თანამშრომლობით“. მარგარეტს რომ საკუთარი სახელით გამოექვეყნებინა თავისი პიესები, შესაძლოა, სწორედ ის ეღიარებინათ თეატრალური მოდერნიზმის ფუძემდებლად, მაგრამ მან საკუთარი ნებით თქვა უარი დიდებაზე და გადაწყვიტა, დიდი ბრეხტის დამხმარედ დარჩენილიყო ისტორიაში.










წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა