თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

როგორ გვასუქებს საზამთრო?!

ფიქრობთ, რამდენიმე დღე საზამთროზე გადაატაროთ და ცოტა „დაიფერთხოთ“? ამას კატეგორიულად არ გირჩევენ დიეტოლოგები და აი, რატომ...

გაეცანით და დაიმახსოვრეთ, რატომ არ უნდა მიმართოთ საზამთროს დიეტას:

1. საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს და ძალიან ცოტა რაოდენობით ვიტამინებს. იმისთვის, რომ საზამთრომ სარგებელი მოგიტანოთ, მინიმუმ, ორი კილოგრამი მაინც უნდა მიირთვათ.

2. საზამთრო - ეს არის წყალში გახსნილი შაქარი. მისი დახმარებით წონაში დაკლება წარმოუდგენელია. პირიქით, მასში შემავალი შაქარი ცხიმად გარდაიქმნება.

3. ორგანიზმის გაწმენდის ცნობილი ეფექტი - ეს არის თირკმელებიდან შაქრის გამოდევნა. ბევრი ფიქრობს, რომ ამაში საზამთრო დაეხმარება, მაგრამ თითქმის ყველასთვის საყვარელი ამ ხილის დახმარებით თირკმელებში შაქარი მაინც რჩება.

4. ტკბილი ხილი ასტიმულირებს მადას - საზამთროს ჭამის შემდეგ მალევე გვშივდება. ასე რომ, თუკი ძალიან გიყვართ საზამთრო, შეგიძლიათ მიირთვათ 1 ნაჭერი და არა მეტი, რადგან სწორედ ეს „მეტი" იწვევს ზედმეტი კილოგრამების აკრეფას და სასწორზე არასასურველი წონის ჩვენებას.






წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა