თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

აი, ასე რეაგირებს ქალის სხეული „არასწორ“ მამაკაცზე!

მიენდეთ საკუთარ სხეულს! შესაძლოა, მას სურს, რაღაც მნიშვნელოვანი გიკარნახოთ!

სხეული ჩვენი მეგობარია, რომელმაც კარგად იცის, რა გვჭირდება. მთავარია, მისი სიგნალების სწორად გაგება ვისწავლოთ.
როგორ? ამას ქვემოთ წაიკითხავთ.

მაშ ასე, როგორ რეაგირებს ქალის სხეული არასწორ მამაკაცზე?

1. ის არ იღიმება, როდესაც მარტოა.
თუკი მარტოობაში ქალი არ იღიმება, ეს ერთ-ერთი მანიშნებელია იმისა, რომ მის გვერდით არასწორი მამაკაცია. ქალმა, შესაძლოა, სხვები მოატყუოს, როგორი ბედნიერია, მაგრამ რა საჭიროა საკუთარი თავის მოტყუება? და თუკი კაცზე ფიქრის დროს გაღიმების სურვილი არ გაქვთ, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ცხოვრების მეგზურის არჩევის დროს შეცდით.

2. მას დაბალი თვითშეფასება აქვს.
მოსიყვარულე კაცი არა მხოლოდ აბედნიერებს ქალს, არამედ უფრო თავდაჯერებულს ხდის მას. თუკი ქალს მუდმივად ეჭვი ეპარება საკუთარ თავში და მიიჩნევს, რომ უსარგებლოა, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ გვერდით შეუფერებელი კაცი ჰყავს. ჩვენს სხეულს ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა, ამიტომ ის გვიგზავნის სიგნალებს, რათა გაგვაფრთხილოს.

3. ის ემოციურად გადაღლილია.
თუკი ქალისა და კაცის ურთიერთობაში არ არის ჰარმონია, მაშინ ქალი ემოციურ, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლილობას მუდმივად გრძნობს. ამან, შესაძლოა, ქალი დაავადებამდეც მიიყვანოს.

4. ის მუდმივად თავს იმართლებს.
თუკი ქალი მუდმივად იმართლებს თავს, ეს იმას ნიშნავს, რომ გაურბის საკუთარ სხეულს, რომელიც მოსალოდნელ უსიამოვნებებს უფრო ადრე გრძნობს, ვიდრე გონება.









წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა