თეგებით ძიება
14. 08. 2019 News-ები

მანუალური ტექნიკა სექსში: საიდუმლო ინტიმური ურთიერთობისთვის

ის, რომ სექსის დროს სიამოვნების მისაღებად მხოლოდ გრძნობები საკმარისი არ არის, დიდი ხანია ვიცით. ამიტომ კარგი იქნება, თუკი სიყვარულის პრაქტიკულ ასპექტებზე უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება.

მანუალური ტექნიკის ძირითადი წესები

აქ, ისევე, როგორც ალგებრაში, რამდენიმე ძირითადი კანონია, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში სხვადასხვა ტექნიკას თავადაც გამოვიგონებთ.

„ალგებრის“ პირველი წესი - სხეულზე ხელების ქვემოთ (ფეხებისკენ) მოძრაობა აღაგზნებს, ხოლო ზემოთ (მკერდისკენ) მოძრაობა ადუნებს.
მეორე წესი: არ გაწყვიტოთ კონტაქტი. შეგიძლიათ, შეცვალოთ ხელები, ტექნიკა, ტემპი. თუკი ერთსა და იმავე მოძრაობას 50 წამზე მეტხანს აკეთებთ, შეგრძნებები იკარგება.

მესამე წესი - ნუ მოეპყრობით მას, როგორც ბროლის ვაზას. ეს „ბიჭი" გიჟდება ძლიერ ჩახუტებაზე.

შემდეგ: ისარგებლეთ არა ერთი, არამედ ორივე ხელით. სამზე მეტი ტექნიკის ზედიზედ შესრულება არ ღირს.

კონსპექტში ნუ ჩაიხედავთ! ეს იდუმალების გრადუსს შეამცირებს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ყველაფერში მნიშვნელოვანია ინტრიგა, უკუკავშირი და პარტნიორის შეგრძნების უნარი. უნდა შეცვალოთ ხელების მოძრაობა. ამ დროს თქვენმა პარტნიორმა არ იცის, რას უნდა ელოდოს თქვენგან და ძალიან ნერვიულობს.

ეპითეტი „ლამაზი“ კაცებს არ მოსწონთ. „ვაჰ, რა მაგარია?!“ - უკეთესია.
და კიდევ, სექსუალური აქტის დროს აჰყევით მოძრაობის ტაქტს. არაფერია ვულგარული ან უხამსი სიყვარულის აქტში.

ახლა კი მანუალურ ტექნიკაზე

„უსასრულო შესვლა/გამოსვლა“:
ვაკეთებთ მუჭს ორივე ხელზე და პაუზის გარეშე ვამოძრავებთ პარტნიორის სხეულზე.

„ვნებიანი ჩახუტება“:
გადააჯვარედინეთ ხელის თითები ერთმანეთში ისე, რომ თითები ხელის გულებისკენ იყოს მიმართული. ახლა კი ძლიერად ჩაეჭიდეთ სასურველ „ობიექტს“. მოძრაობა უნდა იყოს სპირალური და სწრაფი - ზემოდან ქვემოთ.

„რეალობის ზღვარზე“:
სტიმულაცია ხელების მტევნებით, შემდეგ ხელის გულებით, შემდეგ კი თითებით გაკეთებული რგოლებით.

„ნაწნავი:
წარმოიდგინეთ, თითქოს ცერა თითებით კიკინას წნავთ, იმოძრავეთ ზემოდან ქვემოთ.
ეს ის ძირითადი დასახელებები და მოძრაობებია, რომლებიც სექსში მანუალური ტექნიკის დროს გამოიყენება და რომლითაც ორივე დაუვიწყარ სიამოვნებას მიიღებთ!







წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა