თეგებით ძიება

10 თვისება, რომელიც ამტკიცებს, რომ ლომი საუკეთესო ზოდიაქოს ნიშანია

1. იგი უზომოდ ერთგულია - ლომს მზე მართავს, რომელიც თავის მხრივ ანატომიურად გულს შეესიტყვება. ადამიანს კი რომელიც გულით ცხოვრობს ორპირობა და ღალატი არასოდეს გამოსდის.

2.აქვს ჯანსაღი ამბიციები - მისი თვითრწმენა და ცხოვრების სიყვარული გადამდებია.

3.საიმედო ადამიანია - მისთვის ღირსება ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას ცხოვრებაში. ლომებს შორის იშვიათად შეხვდებით გამყიდველებს სულით.

4.მის გვერდით არასოდეს მოიწყენთ - ლომები ოპტიმიზმს ასხივებენ. მათთვის ცხოვრება ლამაზი დღესასწაულია, ამიტომ ცდილობენ სხვასაც გაუნაწილონ ეს სადღესასწაულო განწყობა.

5.უყვარს სიცოცხლე - მისი სიცოცხლის სიყვარული გადამდებია.

6.ყოველთვის სჯერა ბედნიერი დასასრულის - ლომი წაგებას არასოდეს აღიარებს, მაშინაც კი, როცა ნათლად ჩანს, რომ დამარცხებულია. მისი ოპტიმიზმი მართლაც რომ აღფრთოვანების ღირსია.

7.გულწრფელია - ძალიან უყვარს საკუთარ გრძნობებზე საუბარი და სითბოს გამოხატვა.

8.ყოველთვის აქვს კარგი კავშირები - საჭიროების შემთხვევაში მის გამო მეგობრები ყირაზე დადგებიან. მას ყველგან ეთქმის "სერიოზული სიტყვა".

9.სიყვარული მთელი გულით შეუძლია - მაქსიმალისტია, თუკი შეგიყვარათ, გულს მოგიძღვნით ბოლომდე.

10.მისი დაბადების დღე წლის საუკეთესო პერიოდშია - ზაფხული, მზე, ზღვა - რა გინდა სხვა?







წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა