თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

8 საუკეთესო ნატურალური თმის საღებავი

როცა თმის შეღებვა გვსურს, საღებავს მაღაზიაში ვყიდულობთ, სადაც საღებავების დიდი არჩევანი არსებობს. ნებისმიერი ხარისხიანი საშუალება, რომელიც ამიაკს არ შეიცავს, თმას მაინც აზიანებს. ხშირი ღებვა თმას აშრობს და მტრევადს ხდის. თერმო მოწყობილობის და თმის დასავარცხნი საშუალებების ხშირი გამოყენებით სიტუაცია მწვავდება. თმის შეღებვის პროცედურამ ზიანის გარეშე რომ ჩაიაროს, ბუნებრივი კომპონენტები გამოიყენეთ, რომელიც თმის სტრუქტურაში არ აღწევს და ნატურალურ პიგმენტს არ აზიანებს, შესაბამისად სრულიად უსაფრთხოა.

ბევრი ნატურალური საშუალება არა მხოლოდ თმას ღებავს, არამედ დამატებით მასზე ზრუნავს. ბუნებრივი პიგმენტის ერთადერთი ნაკლი – ის ხანგრძლივ ეფექტს არ იძლევა და საჭირო ფერის მისაღებად რამდენიმე პროცედურის ჩატარება დაგჭირდებათ.

ბასმა – მუქი ფერის თმა ქერტლის გარეშე

ბასმას ინდიგოს მცენარისგან იღებენ. ამ შავი პიგმენტის გამოყენება თმის მუქ ფერში შეღებვის (ღია ყავისფერიდან მუქ შავამდე) საშუალებას მოგცემთ. საბოლოო ფერი თმის საწყის ფერსა და მდგომარეობაზე დამოკიდებული. სუფთა სახით ბასმის გამოყენება რეკომენდებული არაა, მან თმას შეიძლება უშნო ლურჯი ან მწვანე შეფერილობა მისცეს. ხშირად შავ პიგმენტს ინაში ურევენ. თქვენი საბოლოო ფერი საღებავების შერევის პროპორციაზე იქნება დამოკიდებული.

ბასმა თმისთვის ბევრ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. მისი დახმარებით თმის დამატებით ზრუნვას უზრუნველყოფთ. ბასმა ნატურალურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ქერტლის მოშორებას ხელს უწყობს. ბასმის გამოყენებით, თმას უფრო ძლიერს, გლუვს და მბზინვარეს გახდის.

ინა – თმის საღებავი და სამკურნალო საშუალება

ქალებს შორის ყველაზე პოპულარული თმის ბუნებრივი საღებავი. მას გამომშრალი ინის ფოთლებისგან იღებენ. ინას დამოუკიდებლად ან ბასმასთან კომბინაციაში იყენებენ. ნატურალური საშუალების დახმარებით თმას უფრო ღია შეფერილობას მიანიჭებთ – ოქროსფერიდან დაწყებული ღია მოწითალოთი დამთავრებული. აქ ყველაფერი შემადგენლობის გაჩერების დროსა და საწყის ფერზეა დამოკიდებული.

ინას თმის სამკურნალო საშუალებების მოსამზადებლად ხშირად იყენებენ. პიგმენტი თითოეულ თმის ღეროს ეხვევა და მავნე ფაქტორებისგან იცავს. თუ თმის შეღებვის ან სამკურნალო საშუალების წასმის დროს ყველა წესს დაიცავთ, ინა თმას უფრო მოქნილს, ხავერდოვანს და ძლიერს გახდის. საღებავი თმის ზრდას ხელს უწყობს.

დარიჩინი – ღია ფერის ჯანსაღი, ლამაზი თმა

დარიჩინი სახლის პირობებში კანისა და თმის მოსავლელად ხშირად გამოიყენება. როგორც წესი, ნიღბების მოსამზადებლად იყენებენ. ეს არომატული სანელებელი მატონიზირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს ფლობს. საშუალების გამოყენების შემდეგ დარიჩინზე დაფუძნებული თმა უფრო მბზინვარე, დამყოლი ხდება და ზრდის პროცესი ჩქარდება.

თუ დარიჩინს სუფთა სახით გამოიყენებთ, ის ღია ყავისფერ ან ოქროსფერ შეფერილობას მოგანიჭებთ. საბოლოო ფერი თმის საწყის ფერზეა დამოკიდებული. წითური თმის მფლობელი ოდნავ მოწითალო ფერის შეფერილობას მიიღებს. ყავისფერი თმას ოქროსფერ ელფერს შემატებს. ინტენსიური გაღიავებისთვის ლიმონსა და თაფლს ურევენ.

გვირილა – თმის გაღიავება და გაღიავებული თმის მოვლა

გვირილა საუკეთესო ნატურალური საღებავია ღია ფერის თმის შესაღებად. ამ სამკურნალო მცენარის დახმარებით თმის კარდინალურად შეცვლას ვერ მოახერხებთ – ის თმას ოქროსფერ შეფერილობას ანიჭებს. ღია ფერის თმაზე გვირილის გამოყენება მზეზე გასვლის დროს მომგებიანი იქნება.

გვირილა მთელ რიგ სასარგებლო თვისებებს შეიცავს. ის თმას აძლიერებს, მას უფრო დამყოლს და მბზინვარეს ხდის. ნატურალური საშუალება თავის კანზე დადებით გავლენას ახდენს, ქავილს და აქერცვლას აქრობს.

თმის გასაღიავებლად მცენარის ნაყენს იყენებენ. 1 ჭიქა ხმელი მცენარის ყვავილს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. შამპუნით თავის დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ. ეფექტს ასეთი ბალზამის გამოყენებიდან რამდენიმე კვირაში შეამჩნევთ.

რევანდი თმას ღია ყავისფერ და მონაცრისფრო შეფერილობას ანიჭებს

რევანდის ფესვები თმის ღია ყავისფერ და ნაცრისფერ ფერში შესაღებად უძველესი დროიდან ცნობილია. თუ მცენარის ნაყენით ღია ფერის თმას დაიმუშავებთ, მას თაფლისფერი შეფერილობა ექნება. ღია ყავისფერ თმაზე მისი გამოყენებით ნაცრისფერ შეფერილობას მიიღებთ. მცენარე ჭაღარა თმასაც ეფექტურად ღებავს.

თმა რევანდით რომ შეიღებოთ, ნაყენი გამოიყენეთ – 2 ს/კ დაქუცმაცებულ მცენარეს 200 მლ წყალი დაასხით და 20 წუთით ადუღეთ. მიღებული ბალზამი თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ. ეფექტის გასაძლიერებლად რევანდის ნაყენს თეთრი ღვინო დაუმატეთ.

ყავა – შოკოლადისფერი შეფერილობა

ყავის დახმარებით შოკოლადისფერი შეფერილობის მიღება ძალიან მარტივია. თუ სასმელს ინში აურევთ და ყავისფერ თმას ამ საშუალებით შეიღებავთ, თმას უფრო გაჯერებულ წაბლისფერს მიანიჭებთ.

თმის შესაღებად ყავა მოადუღეთ და თმაზე გადაივლეთ. ცოტა ხანი გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. პერიოდულად პროცედურა გაიმეორეთ, რომ მიღებული ფერი შეინარჩუნოთ.

ყავას მატონიზირებელი თვისება აქვს, ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, რაც თმის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. თმის ზრდას ხელს უწყობს და მას უფრო ძლიერს ხდის. შეღებვის პროცედურა კიდევ უფრო სასარგებლო რომ გახდეს, თავის კანისთვის თმის სკრაბი გააკეთეთ – მსუბუქი მოძრაობით დაიმასაჟეთ და შემდეგ მომზადებული შესაღები საშუალება გადაივლეთ.

ლიმონი – თმის სწრაფი გამაღიავებელი

თუ თმის სწრაფად გაღიავება გსურთ, ლიმონი აიღეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თმა, როგორც მინიმუმ 1 ტონით გაღიავდება. ახალ დაწურული ლიმონის წვენი აიღეთ, ამავე რაოდენობის წყალს აურიეთ, მიღებული ხსნარი თმაზე გადაივლეთ, შემდეგ ბუნებრივ პირობებში გაიშრეთ.

ლიმონი თავის კანს კარგად წმენდს და მას მბზინვარებას ანიჭებს.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ლიმონით გამომშრალი თმის შეღებვა რეკომენდებული არაა! მჟავე ხილს გამომშრობი ეფექტი აქვს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ცაცხვი – გაჯერებული ყავისფერი და წაბლისფერი შეფერილობა

ცაცხვი თმას ლამაზ წაბლისფერ შეფერილობას ანიჭებს. თუ მომზადებულ საღებავს დანიშნულზე ნაკლები დროით გაიჩერებთ, ღია ყავისფერ შეფერილობას მიიღებთ. ცაცხვს როგორც ქერა, ასევე შავი თმის დროს იყენებენ.
ცაცხვი არა მხოლოდ სილამაზეს მოგანიჭებთ, არამედ მას გააჯანსაღებს კიდეც. თმა უფრო ძლიერი, მბზინვარე და ნაკლებად დამუხტული გახდება. ცაცხვი თმას ქერტლს მოაშორებს.
ლამაზი თმა რომ მიიღოთ, ცაცხვის ნაყენი მოამზადეთ – 8 ს/კ გამომშრალ ყვავილს 2 ჭიქა წყალი დაასხით, აადუღეთ და გადაწურეთ. ხსნარით თმა დაიმუშავეთ და მინიმუმ 1 საათით გაიჩერეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.











წყარო: unique.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა