თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

როგორ და რით გავიწმინდოთ სახის კანი?

არსებობენ ქალები, რომლებიც ძილის წინ არ იშორებენ მაკიაჟს, არადა სახის კანის სწორი გაწმენდის გარეშე ყველაზე თანამედროვე კოსმეტიკაც კი ვერ მოგცემთ სასურველ შედეგს...

სახის სისუფთავეს სჭირდება სპეციალური საშუალებები - სახის ლოსიონი, ტონიკი, რძე და ა.შ. მთავარია, ეს პროდუქტები თქვენი სახის კანის ტიპისთვის სწორად შეარჩიოთ.

ლოსიონები არსებობს სპირტით და სპირტის გარეშე
უსპირტო ლოსიონს მეტი უპირატესობა აქვს, რადგან ის არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, თუმცა სახეს შესანიშნავად წმენდს. თუკი ლოსიონზე შენიშნავთ წარწერას Rinse off, მაშინ ამგვარი ლოსიონით გაწმენდის შემდეგ სახე აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ წყლით.

სპირტიანი ლოსიონების გამოყენებაზე ზამთარში და ადრე გაზაფხულზე უმჯობესია, უარი თქვათ: სიცივეში კანი ისედაც განიცდის სტრესს, ხოლო სპირტიანი ლოსიონი კანს კიდევ უფრო აშრობს და აუხეშებს.

სახის რძე იდეალურია სახის მშრალი კანისთვის. შესანიშნავად წმენდს სახეს და კანს სისუფთავეს უნარჩუნებს. ზომიერად წაისვით სახის რძე სახეზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი, ხოლო შემდეგ ბამბის ტამპონით მოიშორეთ. ამ პროცედურის შემდეგ სასურველია სახე ტონიკით გაიწმინდოთ. ორფაზიანი (ჰიდროფილური) ტონიკი შედგება გამწმენდი გელისა და სპეციალური ზეთისგან. ამიტომ, სანამ ამგვარი ტონიკით ისარგებლებთ, კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი, რათა ორივე ფაზა გაერთიანდეს. ამგვარი ტონიკი თითქმის ნებისმიერი სახის კანისთვის იდეალურია, თუმცა, მშრალ და ძალიან მშრალ კანზე შესაძლოა, გაღიზიანება გამოიწვიოს.

პილინგი და სკრაბი განკუთვნილია ღრმა წმენდისთვის. მშრალი კანისთვის პილინგი რეკომენდებულია თვეში 1-2-ჯერ, ხოლო ცხიმიანი კანისთვის - 3-5-ჯერ. ამ პროცედურის შემდეგ კანი უფრო გლუვი და მკვრივი ხდება, ხოლო ფორების ზომა მცირდება. სკრაბისა და პილინგის მთავარი ამოცანაა, მოაშოროს სახის კანს მკვდარი უჯრედები.

გახსოვდეთ, რომ მსხვილი ნაწილაკების შემცველი სკრაბის მოხმარება დაუშვებელია მათთვის, ვისაც სახეზე კაპილარები ემჩნევა.







წყარო:funtime.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა