თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

თუ ღამით გეღვიძებათ, ამით თქვენი ორგანიზმი რაღაცას გატყობინებთ

გაიხსენეთ, ღამის რომელ მონაკვეთებში გიტყდებათ ხოლმე ძილი, დანარჩენი კი ქვემოთ წაიკითხეთ...

თუ 21.00-დან 22.00-მდე დაძინება გიჭირთ

შეიძლება ვერ აცნობიერებთ, მაგრამ სტრესის ქვეშ ხართ და ეს სტრესი შინაგანი მდგომარეობით არის გამოწვეული, რომელიც თქვენზე არ არის დამოკიდებული. კარგი ამბავია ის, რომ თქვენ საკმარისი ძალა და შესაძლებლობა გაქვთ იმისთვის, რომ წინააღმდეგობები გადალახოთ და წარმატებულად განაგრძოთ წინსვლა.


თუ 22.00-სა 00.00-ს შორის გეღვიძებათ და ვეღარ იძინებთ

ვიღაცამ გაწყენინათ და ამით იტანჯებით. თავს ნუ იდანაშაულებთ, თქვენ არაფერში არ ხართ დამნაშავე. საოცარი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც არ იმსახურებს იმას, რაც გაუკეთეს. თუ ეს ადამიანი ბოდიშს არ მოგიხდით, მაშინ ის საერთოდ უნდა ამოშალოთ თქვენი ცხოვრებიდან.


თუ 00.00-სა და 01.00-ს შორის გეღვიძებათ

რაღაც მომენტში „გულში დაგჭრეს“. ახლა ჭრილობები ხორცდება და თქვენ მართლაც „იკურნებით“. ეს კარგი ამბავია, რადგან ახლა იმაზე ბევრად უკეთესი იქნებით, ვიდრე ოდესმე ყოფილხართ. თანაც მეტად დაბრძენდებით და სტაბილურობას მიაღწევთ.


თუ 01.00-სა და 03.00-ს შორის გეღვიძებათ

ღამის ამ მონაკვეთში გაღვიძება იმის ნიშანია, რომ ქვეცნობიერი სიგნალს გაძლევთ - აუცილებელია საკუთარი თავი მეტად გაანებივროთ. მიჰყევით ოცნებებს, გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდება.


თუ 03.00-სა და 05.00-ს შორის გეღვიძებათ

თუ ღამის ამ მონაკვეთში გეღვიძებათ, ეს ნიშნავს, რომ ზეციური ძალები თქვენს უდიდეს მიზანზე მიგანიშნებენ. რაღაც ძალიან დიდს, ღრმასა და ძლიერს სურს, თქვენამდე მოაღწიოს და რაღაც მნიშვნელოვანი გარღვევისთვის შეგამზადოთ. დროა, საკუთარი ბედისწერა მიიღოთ.



თუ 05.00-სა და 07.00-ს შორის გეღვიძებათ (მაღვიძარას გარეშე)

ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და თქვენში არსებული მუხტი ლიდერად გაქცევთ. დროის ამ მონაკვეთში გაღვიძება ნიშნავს, რომ ცვლილებები გელოდებათ. მაგალითად, ახალი პროექტი უნდა წამოიწყოთ ან თავგადასავლებისთვის მოემზადოთ. თქვენი დროც დადგა.










წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა