თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

5 პირობა, რომლის გარეშეც ლამაზი მუცელი ვერ გექნებათ

იდეალურ მუცელზე ნებისმიერი ოცნებობს. თუკი ოდესმე ოცნებიდან აქტიურ პრაქტიკაზე გადასვლას დააპირებთ, საუკეთესო შედეგის მისაღებად ეს 5 პირობა გაითვალისწინეთ...

1. პირველი ნაბიჯი პრესისკენ - ეს არის ცხიმების დაწვა მუცლის არეში. ამისთვის საჭიროა, ვაკონტროლოთ კალორიების რაოდენობა (შევქმნათ მათი დეფიციტი) და დავკავდეთ კარდიოდატვირთვით. იდეალურია სირბილი, ცურვა, ლახტით ხტუნვა ან სტეპერი.

2.
კარდიოს შერწყმა ძალისმიერ დატვირთვასთან. კვირაში სამჯერ დაკავდით კარდიოვარჯიშებით (30-50 წუთი), ხოლო დანარჩენ დღეებში დაიმატეთ ფიზიკური დატვირთვა კუნთების გასამაგრებლად.

3. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით მიიღოთ ნახშირწყლები, რადგან ამ ნივთიერების შემცველ პროდუქტებს სხეულისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. პირიქით, ცხიმად გარდაიქმნება და ორგანიზმში დიდხანს რჩება. რაციონიდან ცხიმების სრულად გამორიცხვა არ ღირს. ცხიმის მიღება სასურველია შემდეგი პროდუქტებისგან: კვერცხი, ზეითუნის ზეთი, ყველი, თხილი და ა.შ.

4. თქვენი სხეულისთვის სასარგებლო ნივთიერებების იდეალური პროპორცია: ცილა - 2 გრ 1 კილოგრამ წონაზე, ცხიმი - 1,5 გრ 1 კილოგრამ წონაზე, ნახშირწყლები - 2,5 გრ 1 კილოგრამ წონაზე.

5. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ დღეში, სულ მცირე, 2 ლიტრი წყლის მიღება სასურველი შედეგის მისაღებად.







წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა