თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

თქვენი ხელები და მამაკაცის ღირსება

სექსუალური თამაშებისას უსაზღვრო ფანტაზიებს თუ აჰყვებით, შესაძლოა, ტრავმა მიაყენოთ პარტნიორს. ამიტომ, გამოზომეთ ძალები და ნუ გადააჭარბებთ!

როგორ არ უნდა მოექცეთ პენისს:



1. ნუ გადაღუნავთ პენისს ერეგირებულ მდგომარეობაში.
საერთოდაც, პენისი არ არის განკუთვნილი სხვადასხვა მიმართულებით გადაღუნვისთვის. მით უმეტეს, ერეგირებულ მდგომარეობაში.

2. არ დაარტყათ ხელი პენისზე.
სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ზოგიერთი თქვენი ქმედების შედეგად, შესაძლოა, იფიქროთ, რომ პარტნიორს პენისზე ხელის დარტყმა მოსწონს. არაფერიც: პენისზე კანი ძალიან მგრძნობიარეა და მასზე მირტყმამ, შესაძლოა, სერიოზული ტრავმა გამოიწვიოს.

3. არ უკბინოთ პენისს.
კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ მეორე პუნტქი და წარმოიდგინეთ ისიც, რომ შესაძლოა, პარტნიორმა აღარც გაგაკაროთ მის მგრძნობიარე ორგანოზე, თუკი მას კბილებით დაემუქრებით.

4. გაითვალისწინეთ ფრიქციის ინტენსივობა.

მსუბუქი მოძრაობები პენისზე სასიამოვნო და კარგია, მაგრამ უხეში მოპყრობით პარტნიორი სიამოვნების ნაცვლად ტკივილს იგრძნობს. შედეგად კი, პენისი გაწითლდება და სასწრაფოდ მოგიწევთ ტრავმატოლოგიურში გაქცევა.

5. ნუ გახეხავთ პენისს ღრუბლით.
თუკი ასე ძალიან ისურვებთ ჰიგიენის გათვალისწინებას, ისარგებლეთ უბრალო წყლით და საპნით. უხეში ღრუბლით პენისზე შეხება - მტკივნეული და საშიშია.

6. ნუ დააწვებით მთელი სხეულით პენისს.
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც პარტნიორს ეხებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი სიძლიერით პენისს უნდა დააწვეთ - შესაძლოა, მოტეხილობა გამოიწვიოთ.

7. ნუ გადააჭარბებთ მის ელასტიkურობას.
შეგიძლიათ, პენისი ოდნავ გაწელოთ, მაგრამ გამოზომეთ ძალები.

8. ნუ ეცდებით მასში რამის ჩატენვას.
პენისის თავში არსებული ხვრელი არ არის განკუთვნილი მასში რამის ჩასატენად და მის ამოსავსებად. ეს ძალიან საშიშია!

9. ნუ მიადებთ პენისს როზეტზე.
და ნუ ეცდებით პენისის ტოსტერში ჩატენვას. სასაცილოა, მაგრამ ეს წესი ძალიან ამერიკულად ჟღერს, რადგან სწორედ აშშ-ში მოიგო კაცმა სასამართლო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ძეხვზე არ იყო წარწერა, რომ მისი გამოყენება არ შეიძლებოდა ორალურად. მაგრამ, ვნებების კორიანტელში ზოგიერთი ცდილობს, უცნაური თამაში გამოიგონოს. შეეშვით, არ გინდათ!








წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა