თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

და მაინც - რატომ არ შეიძლება წყლის დალევა ჭამის დროს?

ალბათ, იტყვით, რომ საჭმლისთვის წყლის მიყოლება საკვების გადამუშავებას ხელს უშლის. თუმცა ახალმა სამეცნიერო კვლევებმა კიდევ ერთი და გაცილებით სერიოზული მიზეზი გამოავლინა...

სამხრეთ ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაამტკიცეს, რომ ჭამის შემდეგ წყლის დალევა სისხლში შაქრის დონეს მაღლა სწევს. და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება, თუ წყალს ჭამის პროცესში ვსვამთ.

მეცნიერები დონატების ჭამის დროს აკვირდებოდნენ ადამიანის ორგანიზმში შაქრის დონეს. ერთი ჯგუფი წყალს ჭამის დაწყებამდე სვამდა, მეორე - ჭამის დროს, მესამე კი - ჭამის შემდეგ.

აღმოჩნდა, რომ ჭამის პროცესში წყლის დალევა ორგანიზმში შაქრის დონის მაღლა სწევს. ჭამის შემდეგ წყლის დალევაც იმავე ეფექტს იწვევს, თუმცა მინიმალურად. შაქრის ყველაზე დაბალი დონე კი იმათ აღენიშნათ, ვინც წყალს ჭამამდე სვამდა.

ასე რომ, თუ გინდათ დიაბეტი აიცილოთ, დალიეთ წყალი ჭამამდე!
საკვებისა და წყლის ერთად მიღებას, ან ჭამის შემდეგ წყლის დალევას კი მოერიდეთ!


რატომ იქმნება ეს პრობლემა?

ადამიანის ორგანიზმის უჯრედები შაქარს წვავს ფერმენტ ინსულინის დახმარებით. და რა ხდება შაქრის დონის აწევისას?

როცა სისხლში შაქრის დონე მაღლა იწევს, პანკრეასი მეტ ინსულინს გამოიმუშავებს, რათა სისხლში შაქრის დონე დასწიოს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დიაბეტი არ არის ტკბილეულის მოყვარულთა დაავადება.
I ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბება სულაც არ უკავშირდება ტკბილეულის ჭამას.
ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანის იმუნური სისტემა საკუთარ პანკრეასს უტევს, რის გამოც ის ვეღარ გამოიმუშავებს ინსულინს.
II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში კი შაქარი მხოლოდ ირიბად მიიჩნევა ამ დაავადების მიზეზად - თავად ის არ იწვევს დიაბეტს.


რა არის II ტიპის დიაბეტი?


II ტიპის დიაბეტით დაავადებულები ინსულინს კი გამოიმუშავებენ, მაგრამ უჯრედები მათ გამოყენებას ვერ ახერხებენ. ექიმები ამას „ინსულინისადმი რეზისტენტობას“ ეძახიან. თავიდან სხეული გლუკოზის ნორმალიზებისთვის საჭირო ინსულინს კი გამოიმუშავებს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მისი რაოდენობა იკლებს და სისხლში შაქრის დონე მაღლა იწევს.


II ტიპის დიაბეტის გაჩენის მიზეზები:

45 წელზე ზემოთ ასაკი

გენეტიკური მიდრეკილება

ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა ან არარსებობა

მოწევა და სტრესი

ასე რომ, თუ გინდათ დიაბეტი თავიდან აიცილოთ, დალიეთ წყალი ჭამამდე.







წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა