თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

რომელი ფერი არ არის მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს დროშაზე და რატომ?

2018 წლისთვის მსოფლიოში 195 აღიარებული ქვეყანაა და თითოეულს საკუთარი დროშა აქვს. დროშები, როგორც იცით, განსხვავებულია ფერების და ფორმების მიხედვითაც, მაგრამ არის ერთი ფერი, რომელიც არცერთ დროშაზე არ გვხვდება...


მსოფლიოს არცერთი ქვეყნის დროშაზე არ არის იასამნისფერი.



და, აი რატომ:
საქმე ის არის, რომ ადრე ამ ფერის მოპოვება რთული იყო - იგი მიიღებოდა ოკეანეს ზოგიერთი მოლუსკის ლორწოდან. ამის გამო ამ ფერით შეღებილი სამოსი ძვირი იყო და პრესტიჟის ნიშნად მიიჩნეოდა.



იასამნისფერის მიღების პროცესი 1856 წლიდან გამარტივდა და გაიაფდა, როცა ბრიტანელმა ქიმიკოსმა უილიამ ჰენრი პერკინმა „იასამნისფერის ფორმულა“ გამოიგონა.



თუმცა ამ დროისთვის ქვეყნების უმეტესობას უკვე ჰქონდა დროშა და მათზე, რა თქმა უნდა, არ იყო დატანილი იასამნისფერი.

სახელმწიფო დროშების დიდი ნაწილი იმდროინდელია, როცა იაფი და გამძლე საღებავი მხოლოდ სამი ფერის იყო: წითელი, ლურჯი და შავი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს 3 „ახალგაზრდა“ ქვეყანას თავის დროშებზე პატარა იასამნისფერი დეტალები:

დომინიკის თანამეგობრობას (გაეროს წევრი) - თუთიყუში;



ნიკარაგუის რესპუბლიკას (გაეროს წევრი) - ცისარტყელას ზოლი;



ჩრდილოეთი მარიანას კუნძულების თანამეგობრობას.

რომელი ფერი არ არის მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს დროშაზე და რატომ?








წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა