თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

თმის ნიღაბი მდოგვითა და შაქრით - სცადეთ და თქვენს თმას ვეღარ იცნობთ!

შეგაწუხათ ცხიმიანმა თმამ? დაგღალათ თავის ყოველდღე დაბანამ? გსურთ სქელი და მბზინავი თმა გქონდეთ? სცადეთ მდოგვით და შაქრით მომზადებული თმის სუპერნიღაბი, რომლის შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ.

მდოგვი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და თმის ზრდას. თუმცა, მისი მოხმარებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა თავის კანი არ დაიწვათ, არ გამოიშროთ და ქერტლი არ გაიჩინოთ. ამიტომ მდოგვით მომზადებულ თმის ნიღაბში ყოველთვის ამატებენ ცხიმებს: კეფირს, კვერცხს, ზეითუნის, ნუშის ან ნებისმიერ ზეთს.

მდოგვის ნიღბის მომზადება საკმაოდ მარტივია, სამაგიეროდ ეფექტია გასაოცარი: აჩქარებს თმის ზრდას, აშრობს ცხიმიან თმას და აძლიერებს თმის ძირებს.

საინტერესო ფაქტი: რაც უფრო მეტ შაქარს დაამატებთ მდოგვს, მით უფრო ძლიერად მოქმედებს ის.

მდოგვის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

მდოგვის ფხვნილი (მშრალი) - 2 ს/კ;

ცხელი წყალი - 2 ს/კ;

კვერცხის გული - 1 ცალი;

ზეითუნის ან ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი - 2 ს/კ;

შაქარი - 2 ჩ/კ.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და საგულდაგულოდ შეიზილეთ როგორც თმის ძირებში, ისე თმის სიგრძეზე. უბრალოდ, მოერიდეთ, ნიღბის თმის ბოლოებში შეზელვას. როგორც კი თმის ნიღაბს დაიდებთ, შეიფუთეთ თმები ცელოფნით, ხოლო შემდეგ გადაიხვიეთ თავზე პირსახოცი.

სასურველია, თმის ნიღაბი გაიჩეროთ 15 წუთიდან 1 საათამდე. ეს დრო დამოკიდებულია თმის ნიღბის შემადგენლობის სიძლიერეზე. თუკი გაუძლებთ, უმჯობესია, 1 საათი გაიჩეროთ.


რეკომენდაცია მდოგვის ნიღბის გამოყენებაზე:

1. თუკი პირველად სარგებლობთ მდოგვის ნიღბით, სასურველია, თუნდაც, 15 წუთი გაიჩეროთ თავზე, იმ შემთხვევაშიც, თუკი გრძნობთ, რომ თავის კანი ძალიან გიხურთ. ამ მოკლე დროში თმის ნიღაბი არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ და ნელ-ნელა მიეჩვევით მას. შემდეგ ჯერზე უფრო მეტი ხნით გაიჩერეთ. თუკი ერთი საათი გაუძლებთ, რა თქმა უნდა, ეფექტი უფრო კარგი გექნებათ. სასურველია, თმის ბოლოებში შეიზილოთ ზეთი, რადგან მდოგვის ნიღაბმა, შესაძლოა, თმის ბოლოები გამოგიშროთ.

2. თმის ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ. თუკი ძალიან ცხიმიანი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ორჯერაც. ამგვარად თავის კანი ცხიმის გამოყოფას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მდოგვის თმის ნიღბის კურსი 1 თვის განმავლობაში ჩაიტარეთ.

3. ამ შემთხვევაში ნამდვილად იგრძნობთ თმის ხარისხის გაუმჯობესებას. თუკი თმის ნიღბის დადებიდან მალევე იგრძნობთ, რომ თავის კანი გეწვით, ეს ნიშნავს, რომ ნიღაბი მუშაობს და შედეგი მხოლოდ თქვენს გაძლებაზეა დამოკიდებული. თუკი თავის კანი გაუსაძლისად აგეწვებათ, ჩამოიბანეთ ნიღაბი და შეეცადეთ, მომდევნო შეზელვისას უფრო მეტ ხანს გაიჩეროთ.









წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა