თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

რას გვეუბნება თქვენი პომადის ფორმა?!

ის, როგორ ისვამს და, შესაბამისად, როგორ ფორმას აძლევს ქალი პომადას, ბევრ რამეს გვიმხელს!

პომადა A

შემოქმედებითად აზროვნებთ. ორიგინალური აზრები გაქვთ და არატრადიციული გადაწყვეტილებების მიღების არ გეშინიათ. როცა მძიმე ცხოვრებისეულ ვითარებებში ხვდებით, პრობლემების გადასაწყვეტად თქვენს შემოქმედებით უნარებს და ყველა რესურს, მათ შორის მეგობრებსაც იყენებთ. თქვენ შესანიშნავი ადამიანი ბრძანდებით და ეს იმითაც მტკიცდება, როგორ უმკლავდებით პრობლემებს.


პომადა B

ძალიან თავდაჯერებული პიროვნება ხართ და ყოველთვის ცდილობთ, კეთილი გამოჩნდეთ. თანამგრძნობი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ და ეს კარგია. მაგრამ იცოდეთ, შესაძლოა, თქვენი ეს თვისება ყველამ სათავისოდ გამოიყენოს. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ბევრს მიაღწევთ.


პომადა C

კარგად განვითარებული ინტუიცია გაქვთ! თავდაჯერებულიც ბრძანდებით. ბევრი ადამიანი სიძნელეებთან შეჭიდებას გაურბის, მაგრამ თქვენ ასეთი არ ხართ! თქვენ იღებთ გამოწვევებს და ყველა პრობლემას წარმატებით ძლევთ.


პომადა D

არტისტული და კრეატიული ბრძანდებით. ბუნებასთან მუდმივი კონტაქტის გჯერათ. გიყვართ მედიტაცია და ცხოვრებაზე ფიქრი. უფრო ინტროვერტი ბრძანდებით, მაგრამ სხვა ადამიანთა გარემოცვა მაინც მოგწონთ.


პომადა Е

გაბედული, ძლიერი და ხისტი ადამიანი ხართ! დაბადებით ლიდერი, და ლიდერის უნარებს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებთ. ამის გამო თქვენით ყველა აღფრთოვანებულია და პატივს გცემთ.


პომადა F

ადამიანებს თქვენი იმედი აქვთ და ამიტომაც უყვარხართ. სხვების საიდუმლოს შენახვა კარგად გეხერხებათ და არაფრის გულისთვის არ გაამხელთ. ცდილობთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, პატიოსანი იყოთ. გახსოვდეთ, სიყვარული - ეს ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა.










წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა