თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

როდის უნდა მივიღოთ შხაპი - დილას თუ საღამოს?

რას ამბობენ ექსპერტები?!

შხაპის მისაღებად კონკრეტული დრო არ არის დადგენილი. ვიღაც დილაობით იღებს შხაპს, ვიღაც - ძილის წინ. ზაფხულში დღის მანძილზეც კარგია სხეულის გაგრილება, მაგრამ არცერთი აქ ჩამოთვლილი ვარიანტი არ არის სწორი ან არასწორი. უბრალოდ, ყოველ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს.

შხაპის მიღება დილაობით

დილის შხაპი, უპირველეს ყოვლისა, გაღვიძებაში გვეხმარება. ექიმების მტკიცებით, თუკი შხაპს დილაობით მივიღებთ, ამგვარად აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და უმჯობესდება ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, შხაპის მიღების დროს შეგვიძლია, თამამად დავგეგმოთ მთელი დღე.


შხაპის მიღება საღამოს

შხაპის მიღება საღამოობით ძალიან მნიშვნელოვანია და ამის იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
დღის მანძილზე ქალაქში გვიწევს გადაადგილება, ხან ფეხით, ხან ტრანსპორტით. მტვერი, ალერგია და ქალაქის დანარჩენი „სიკეთეები“, პირველ რიგში, კანზე აისახება და ჯანმრთელობას ვნებს. თუ ამას საცხებს, ლოსიონებსა და სხვადასხვა ზეთებს დავუმატებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა ემართება კანს დღის ბოლოს. ამიტომ ექიმების რჩევა სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ შხაპი საღამოსაც მივიღოთ.

თანაც, თუკი დილის შხაპი გაღვიძებაში გვეხმარება, საღამოს შხაპი ძილს აუმჯობესებს. თუმცა, ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, რომ ძილის წინ შხაპის მიღებით ფხიზლდებიან და დაძინება უჭირთ. ეს მითია. ძილის წინ წყლის გადავლება მშვიდ და ტკბილ ძილს ნამდვილად უზრუნველყოფს.

როდის უნდა მიიღოთ შხაპი, დილას თუ საღამოს, თავად უნდა გადაწყვიტოთ, საკუთარი ცხოვრების წესიდან და გრაფიკიდან გამომდინარე.









წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა