თეგებით ძიება
15. 08. 2019 News-ები

ასპირინის უჩვეულო თვისებები, რომლებიც აქამდე არ იცოდით

იცით, რომ აცეტილსალიცილის მჟავას, იგივე ასპირინს, მრავალი სასარგებლო თვისება აქვს კოსმეტიკური და ჰიგიენური მიზნითაც?




გაეცანით ასპირინის საიდუმლოებებს:


სხეულზე გამონაყარის მოსაშორებლად

დააქუცმაცეთ ასპირინი, დაასხით მას ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და წაისვით აკნეზე. გაიჩერეთ ერთი წუთით და შემდეგ ონკანის წყლით ჩამოიბანეთ.


ბებერას მოშორება

დაქუცმაცებულ ასპირინს დაასხით ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და ბებერაზე შეიზილეთ. შეიხვიეთ ფეხები 10 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ. საჭიროების შემთხვევაში, პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.


ქერტლის მოშორება

დაქუცმაცებული ასპირინი გადაურიეთ შამპუნში, რომლითაც სარგებლობთ, და დაიბანეთ თავი ჩვეულებრივ.

სახის ნიღაბი

7 აბი ასპირინი, 3 ჩ/კ იოგურტი და 1 კოვზი თაფლი - ეს თქვენს ახალგაზრდობას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.

ტანსაცმლიდან ოფლის ლაქების მოშორება

წყალში გახსნილი ასპირინით დაასველეთ ტანსაცმელზე დალაქავებული ადგილი. დატოვეთ მთელი ღამით და დილას გარეცხეთ - ამგვარად სამუდამოდ გამოემშვიდობებით ოფლისგან გაჩენილ ლაქებს.












წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა