თეგებით ძიება
16. 08. 2019 News-ები

თუკი ხელი დაგიბუჟდათ, თავი გააქნიეთ

წარმოგიდგენთ მარტივ, მაგრამ ძალიან სასარგებლო რჩევებს...

1. ღამით ტუალეტში გასვლისას ანთებული შუქი ძილის შებრუნებაში გიშლით ხელს? - ცალი თვალი გაახილეთ

როდესაც ჩახჩახა სინათლე გვხვდება თვალში, ტვინი ავტომატურად აღიქვამს მას დღის განათებად და იწყება პროცესები, რომლებიც სწრაფად გამოფხიზლებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ამის შემდეგ დაძინება რთულია.


2. ხელი დაგიბუჟდათ? - თავი გააქნიეთ

ხელის დაბუჟება ყველასთვის ნაცნობი შეგრძნებაა. ასეთ სიტუაციაში ვიქნევთ ხელებს, რათა შვება ვიგრძნოთ ან უმოქმედოდ ვდგავართ და ველოდებით, როდის გადაგვივლის. დაბუჟების შეგრძნებას იწვევს ნერვული დაჭიმულობა. ამ დროს ნერვულ დაბოლოებებს ჟანგბადი სრულფასოვნად არ მიეწოდება, რასაც მოსდევს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება და ტკივილი. ამიტომ ხელის დაბუჟებისას საკმარისია, თავი ამოძრაოთ - დახაროთ წინ, უკან და მორჩა, უსიამოვნო შეგრძნებაც გაივლის. საქმე ის არის, რომ ამ დროს ამოძრავდება კისერი, რომელშიც გადის მთავარი ნერვული დაბოლოებები. მაგრამ ეს ხრიკი ფეხის დაბუჟების შემთხვევაში არ გიშველით, თუმცა ფეხის გაბუჟებისას შეგიძლიათ, იცეკვოთ „ჩიჩოტკა“, რაც ეფექტურად მოგიხსნით ნერვულ დაჭიმულობას ფეხებში.


3. მარტივი ხრიკი სლოკინის შესაჩერებლად

არსებობს მარტივი ხრიკი სლოკინის ასაცილებლად. გააღეთ პირი და დაიწყეთ ყლაპვის რეფლექსური მოძრაობები ზევით-ქვევით. ამ დროს სასურველია, ჰაერი ჩაისუნთქოთ და სუნთქვა რამდენიმე წამის განმავლობაში შეიკავოთ. ეს პროცედურა აღმოფხვრის დიაფრაგმის სპაზმს, რაც სლოკინის რეფლექსის ძირითადი მიზეზია.


4. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ ვიტიროთ, როდესაც ძალიან გვეტირება?

გაიხედეთ გარშემო და დაათვალიერეთ ნივთები. თანმიმდევრობით დაასახელეთ თქვენ გარშემო განთავსებული ნივთების ფერები და რაც უფრო დეტალურად შეეცდებით ფერის დასახელებას, უკეთესია. ეს ყურადღებას გაგიფანტავთ იმ ფაქტორისგან, რომელიც ცრემლების გამომწვევია. დაგეხმარებათ დამშვიდებაში, გულისცემის დარეგულირებასა და სწორ სუნთქვაში.


5. თავი გტკივათ? - გაიწელეთ ყურის ბიბილო

ბევრი ადამიანი ტკივილის დროს ყურის ბიბილოებს იზელს. მეთოდი ნამდვილად ეფექტურია, თუმცა, ყოველთვის არ ამართლებს. ამიტომ შეგიძლიათ, ტკივილის შემსუბუქების სხვა მეთოდს მიმართოთ - გაიწელეთ ყური. მოუჭირეთ ყურის ბიბილოს ორი თითით და ნელ-ნელა გაწელეთ. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ამგვარად ყურის ბიბილოს ცერებრალურ-ტვინის ზურგის სითხე მიეწოდება, რაც სწრაფად მოგიხსნით თავის ტკივილს.


6. ნემსის შიშის დამარცხება

არიან ადამიანები, რომლებიც ნემსის გაკეთებისას სერიოზულ სტერესს განიცდიან. მათ დასახმარებლად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხველების დროს ნერვული დაბოლოებები არასტანდარტულ რეჟიმში მუშაობს, ამიტომ საკმარისია, ნემსის კეთების პროცესში რამდენჯერმე დაახველოთ და ვერც კი იგრძნობთ ჩხვლეტას.


7. როგორ გადავყლაპოთ აბი მარტივად

ჩაიდეთ აბი პირში და დაიგუბეთ ბევრი წყალი. გადახარეთ თავი უკან და შემდეგ გადაყლაპეთ. ამგვარად, პირველ რიგში ატყუებთ ტვინს, ამიტომ მედიკამენტის გადაყლაპვა შეიძლება ამ პროცესზე დაუფიქრებლად. მეორე, ამგვარად აბი იქნება ახლოს საყლაპავ მილთან, ამიტომ მხოლოდ ყლუპის გაკეთებაა საჭირო.

ასე რომ, ისარგებლეთ ამ მარტივი რჩევებით, მოატყუეთ საკუთარი სხეული და ტვინი თქვენს სასარგებლოდ.








წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა