თეგებით ძიება
16. 08. 2019 News-ები

იცით თუ არა, რატომ, როდის და ვისთან გიღალატებთ საყვარელი ადამიანი?

საყურადღებო ინფორმაცია...

1. ხშირად მოღალატეები პარტნიორს ღალატობენ ადამიანთან, რომელიც ორივესთვის ნაცნობია.

აღმოჩნდა, რომ ადამიანები იშვიათად ღალატობენ უცნობებთან. გაცილებით მარტივია ინციდენტის დაფარვა მასთან, ვისაც უკვე იცნობ, რადგან ნებისმიერ დროს შეგიძლია უთხრა რჩეულს, რომ უბრალოდ, სამსახურში შეყოვნდით ან ძველ მეგობარს შეხვდით.

2. ის, რასაც ერთ-ერთი მეწყვილე ღალატად მიიჩნევს, მეორისთვის ღალატს სულაც არ ნიშნავს.

ზოგიერთი წყვილი მიიჩნევს, რომ ღალატი მხოლოდ ფიზიკური არსებობს, თუმცა, არსებობენ უფრო მკაცრი წყვილებიც, რომელთათვისაც ემოციური ღალატიც ჩვეულებრივი ღალატია.

3. ღალატისკენ უფრო მეტად მათ აქვთ მიდრეკილება, ვინც პარტნიორთან საწოლში სიამოვნებას ვერ იღებს.

ყველაფერი ძალიან მარტივია. როდესაც ადამიანი სექსუალურ მოთხოვნილებას ვერ იკმაყოფილებს, ცდილობს, სხვა გზა გამონახოს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, წყვილებმა ხშირად განიხილონ ინტიმური ცხოვრება.

4. ზოგიერთმა ადამიანმა იცის, რომ პარტნიორი ღალატობს, მაგრამ არ რეაგირებს რჩეულის დაკარგვის შიშით.

ეს ის ადამიანები არიან, ვისაც მუდმივად სურთ ურთიერთობა. ხმას არ იღებენ მეორე ნახევრის ღალატზე იმის შიშით, რომ მარტო არ დარჩნენ.

5. ღალატისკენ შესაძლოა, ადამიანს უბიძგოს არასაკმარისმა „ქიმიამ" და არასრულყოფილმა კავშირმა პარტნიორებს შორის.

ბევრი მოღალატე საკუთარ საქციელს პარტნიორთან არასაკმარისი კავშირის არარსებობით ხსნის. სწორედ ამის გამო აქვთ მათ ემოციური გარღვევა ცხოვრებაში. ამიტომ ცდილობენ, იპოვონ ეს კავშირი სხვასთან.

6. იდეალური ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ ღალატისგან ავტომატურად ხართ დაცული.

რა თქმა უნდა, ყველა მოღალატეს არ აქვს მიზეზად ცუდი ურთიერთობა. ბევრი კარგი წყვილი შორდება უნდობლობის გამო. დაცული არავინ არის.

7. ზოგიერთი იმიტომ ღალატობს, რომ პარტნიორი აიძულოს ერთმანეთს დაშორდნენ.

ასეთები განზრახ ასაჯაროებენ „გვერდით" ურთიერთობებს.

8. ადამიანები, რომლებიც შურისძიების მიზნით ღალატობენ, სექსისგან სიამოვნებას ვერ იღებენ.


ალბათ, ხშირად გსმენიათ პარტნიორისთვის შურისძიების მიზნით ღალატის შესახებ, მაგრამ უმეტესობა მათგანი საბოლოოდ აცნობიერებს, რომ მათი ეს საქციელი არაფერს ცვლის.

9. ღალატი შესაძლოა იყოს არამხოლოდ ფიზიკური.

ღალატი - ყოველთვის არ გულისხმობს სხვა ადამიანთან სექსუალურ ურთიერთობას. ფლირტიც კი ემოციურ ღალატად მიიჩნევა.

10. სოციალური ქსელების დახმარებით ადამიანები უფრო მარტივად დგამენ ღალატისკენ ნაბიჯს და, ასევე, მარტივად იგებენ ღალატის შესახებ.

სოციალურ ქსელში ადვილად იპოვით ადამიანს, რომელთანაც სექსით დაკავდებით და უბრალოდ, გაერთობით, მაგრამ სოციალური ქსელისვე დახმარებით მარტივად იპოვით ღალატის მტკიცებულებას.

11. სექსუალურად აქტიურ ადამიანს ღალატი განწყობას უმაღლებს.

ასე რომ, თუკი შენიშნეთ, რომ თქვენი პარტნიორი მოულოდნელად უფრო გამხიარულდა, ხოლო თქვენს პირად ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, შესაძლოა, მის ცხოვრებაში სექსის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

12. ქალების ძალიან დიდი რაოდენობა ჰორმონების აფეთქების მიზეზით ღალატობს.

ეს არ ნიშნავს, რომ მათ ღალატისთვის გასამართლებელი მიზეზი აქვთ, რადგან ამ ჰორმონების გაკონტროლება შესაძლებელია. ემოციები და ჰორმონები ხშირად გვაბნევს. როდესაც ქალებში ჰორმონების დონე მაღალია, იზრდება ემოციური ფონი, რაც ხელს უშლის მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

13. სიყვარულის ცნების განსხვავებული გაგება ხშირად უბიძგებს წყვილს ღალატისკენ.

ადამიანებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ სიყვარულზე, რა არის სიყვარული და როგორი უნდა იყოს ის. წყვილები ხშირად ვერ პოულობენ საერთო ფუნდამენტს ამ საკითხში და სწორედ ამ დროს ერთ-ერთი პარტნიორის ფიქრები (ქცევებიც) ღალატისკენ მიდის.










წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა