თეგებით ძიება
16. 08. 2019 News-ები

ახალგაზრდა ქალმა სამუშაო მიატოვა და საინტერესო მიზნით ბალიზე გაემგზავრა

ამერიკელმა ელორა ჰარდიმ არა უბრალოდ სამუშაო, არამედ მოდის ინდუსტრიაში წარმატებული კარიერა და ნიუ-იორკში აწყობილი ცხოვრება მიატოვა. ენთუზიასტების გუნდი შეკრიბა და კუნძულ ბალიზე გაემართა, რათა სამშენებლო საქმეში რევოლუცია მოეწყო.


ბამბუკისგან სახლების მშენებლობის იდეა ელორამ მამისგან გადმოიღო. ელორას მამა ბამბუკს საცხოვრებელი სახლის ასაშენებელ საუკეთესო სამშენებლო მასალად მიიჩნევდა. ბამბუკი სიმაგრით ფოლადს არ ჩამოუვარდება და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად იზრდება. ბამბუკის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ მას მწერები ხრავენ, თუმცა სპეციალური დამუშავების შემდეგ ეს პრობლემაც ადვილად წყდება.

ელორა ჰარდი ინდონეზიაში ბამბუკისგან სახლების შენებას უკვე 5 წელია, აგრძელებს და ძალიან წარმატებულადაც!






















წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა