თეგებით ძიება
16. 08. 2019 News-ები

10 პროდუქტი, რომლის სარგებლიანობა გადაჭარბებულია!

ჯანმრთელ კვებაზე სტერეოტიპული წარმოდგენა და რეალობა - ეს ორი პარალელური სამყაროა. ამას გარდა, მარკეტინგის გავლენაც მნიშვნელოვანია. გთავაზობთ დიეტურ და სასარგებლო საკვებად მიჩნეული პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებზეც უარის თქმა სავსებით შესაძლებელია.


1. იოგურტს, განსაკუთრებით უცხიმოს და ხილის დანამატებით მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ხოლო ცილები, ხაჭოსთან შედარებით, მის შემადგენლობაში ძალიან მცირეა.

2. სუში და როლი - ეს სულაც არ არის დიეტური სადილი. განსაკუთრებით ჩვენთან, ვინაიდან მის შემადგენლობაში ხშირად შედის მაიონეზი და სხვა ცხიმიანი სოუსები.

3. მიუსლი - კალორიული ბომბია, რომელიც სწრაფი ნახშირწყლებისგან შედგება. აქ არის ბანანი, კაკალი, ქიშმიში და ფანტელები. ასევე, მასში საკმაოდაა შაქარი. თეფში წიწიბურა ანდა რამე ბურღულეული გაცილებით სასარგებლოა.

4. მთელი ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა, ვიდრე მისი, თუნდაც ახლად დაწურული წვენი: უჯრედისი უფრო მეტად გვანაყრებს და სასარგებლოცაა საჭმლის მონელების პროცესისთვის.

5. ნებისმიერი პროდუქტი წარწერით „ფიტნესი“ - იქნება ეს სხვადასხვა დასახელების ბატონები, ფანტელები თუ სწრაფი მომზადების საუზმეები. ყველაზე ხშირად ამგვარ „საუზმეულში“ სრულიად უაზრო შემადგენლობაა - შაქარი და შაქრის შემცვლელები, არომატიზატორები და შოკოლადის სარკალა.

6. გოჯის, ასაის, სპირულინის, ჩიას, კინოას და სხვა „სუპერფუდები“, რომლებიც სპეციალიზებულ მაღაზიებში იყიდება და ძალიან ძვირი ღირს - ფულის უაზრო ხარჯვაა. თეფში წიწიბურა და მჟავე კომბოსტო, ვიტამინებისა და მიკროელემენტების კუთხით, გაცილებით სასარგებლოა.

7. ზეითუნის ზეთი დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი მცენარეული ზეთისგან, თუმცა კი მას სასარგებლოდ მიიჩნევენ. მას კალორიულობაც კი იგივე აქვს, რაც მზესუმზირის ზეთს. თუ ასე ძლიერ გსურთ ეგზოტიკა, მაშინ შეგიძლიათ, სელის ზეთი გასინჯოთ.

8. რძის უცხიმო პროდუქტებს არავითარი პრაქტიკული სარგებლიანობა არ მოაქვს. სინამდვილეში სრულფასოვანი ცხოველური ცხიმები ჩვენს ორგანიზმს ძლიერ ესაჭიროება - ის კარგი განწყობისა და სილამაზის საწინდარია. ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ ცხიმიანი რძე და ხაჭო გემოთიც გაცილებით უკეთესია.

9. ხილი და ჩირი დიდი რაოდენობით დიდად სასარგებლო არ არის - მათში ბევრი შაქარია, ბანანში კი - სახამებელიც. ისინი ბოსტნეულთან „ბრძოლაში“ ყველა პარამეტრში მარცხდებიან. ამასთანავე, ეგზოტიკური ხილის ტრანსპორტირება და შენახვა ყოველთვის სათანადოდ არ ხდება.

10. სოიოს პროდუქტი და, ასევე, სოიოს სოუსი - მათში ბევრი მავნე და უსარგებლო მინარევის აღმოჩენა შეიძლება. თუმცა ერთია - სოიოში ბევრი ცილაა, სწორედ ამიტომ მოსწონთ ის ვეგეტარიანელებს.








წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა