თეგებით ძიება
16. 08. 2019 News-ები

რა არ უნდა უთხრათ ქმარს

იცოდეთ, რომ ამის თქმით იმ შედეგს ვერ მიაღწევთ, რისი მოლოდინიც გაქვთ. პირიქით - სიტუაციას დაამძიმებთ...

ის, რომ უკვე ძალიან მოიმატა წონაში
თუკი თქვენმა მეორე ნახევარმა თქვენი ერთად თანაცხოვრების პერიოდში წონაში ცოტა მოიმატა, ეს ნორმალურია. თუკი მას მუცელზე ზედმეტი ნაკეცები გაუჩნდა, ნუ ეტყვით მას ამის შესახებ, რადგან თვითონაც კარგად შეამჩნევს ამ ცვლილებას. უმჯობესია, ერთად იაროთ სპორტულ დარბაზში.

არ მოუყვეთ თქვენი მეგობრების უსიამოვნებები
მას თავისი პრობლემებიც ეყოფა. რა თქმა უნდა, თქვენს მეუღლეს აწუხებს თქვენი უსიამოვნებები და სირთულეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად დააინტერესებს თქვენი მეგობრების ისტორიები.

ნუ ჩაუკირკიტდებით დეტალებს ოჯახურ მცირე პრობლემებზე
ის, რომ ოჯახში პრობლემები წარმოიქმნება ხოლმე, უცხო არავისთვისაა, მაგრამ არ ღირს წვრილმანებზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება. მაგალითად, საყვარელი ვაზის გატეხა არ არის ტრაგედია და არ ღირს ამ თემაზე ახლობლებთან გაუთავებელი წუწუნი.

ნუ ეტყვით, რომ არასაკმარისად შოულობს ფულს
თქვენს მეორე ნახევარსაც სურს, რომ უფრო მეტი ფული იშოვოს და ცდილობს კიდეც. თუკი თქვენი ქმარი არ წევს უმუშევარი დივანზე, არ ღირს მასთან ჩხუბი იმის შესახებ, რატომ არ აქვს ბევრი ფული.







წყარო:funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა