თეგებით ძიება
16. 08. 2019 News-ები

იმის მიხედვით, თუ როგორ სუქდებით, გაიგებთ როგორ უნდა გახდეთ

ზედმეტი წონის მოშორების ბევრი მეთოდი არსებობს, თუმცა რაც ეფექტურია ერთისთვის, მეორესთვის შესაძლოა სრულიად უსარგებლო გამოდგეს. ეს ყველაფერი კი სხეულის თავისებურებების გამო ხდება. ადამიანები იმატებენ და იკლებენ სხვადასხვაგვარად.

გამოკვლევების თანახმად არსებობს გასუქების 6 ტიპი, რომელიც დაყოფილია იმის მიხედვით, თუ სხეულის რა ნაწილზე ხდება პირველად ზედმეტი კილოგრამების დაგროვება.

იმისთვის, რომ ეფექტურად გახდეთ, საჭიროა იცოდეთ თქვენი სხეულის თავისებურება:

1. პირველ რიგში სუქდება სხეულის ზედა ნაწილი

მიზეზი:

თქვენ სუქდებით იმის გამო რომ იღებთ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ხარჯავთ. ამიტომ თქვენი გასუქების მთავარი მიზეზი არის ზედმეტი კალორიები და ნაკლები ფიზიკური დატვირთვა.

როგორ გახდეთ:

დაკავდით აერობიკით, რადგან თქვენ კალორიების დაწვა გჭირდებათ. ისეირნეთ, ირბინეთ, იცურავეთ მინიმუმ 30 წუთი დღეში

რაციონიდან ამოიღეთ რაფინირებული შაქარი და ტკბილი სასმელები.


2. პირველ რიგში სუქდება მუცლის ქვედა ნაწილი

მიზეზი:

თქვენ სუქდებით სტრესის, დეპრესიისა და გადაღლილობის გამო

როგორ გახდეთ:

მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰორმონი კორტიზოლი გამოიწვევს ცხიმის დაგროვებას სხეულის ქვედა ნაწილში

დალიეთ დიდი რაოდენობით მწვანე ჩაი, რომელიც ამშვიდებს და ცხიმის დაწვას უწყობს ხელს. დაკავდით მედიტაციით და სუნთქვითი ვარჯიშებით.



3. პირველ რიგში სუქდება სხეულის ქვედა ნაწილი

მიზეზი:

შეიძლება იყოს თქვენს მიერ მიღებულ პროდუქტებში გლუტეინის დიდი რაოდენობა, განიხილეთ გლუტეინის გარეშე საკვების მიღება

როგორ გახდეთ:

ადით და ჩამოდით კიბეებზე ფეხით, ამით თქვენ გაავარჯიშებთ კონკრეტულად ფეხებს.

არ დაგავიწყდეთ საუზმობა. საკვების დილით მიღება გაგიუმჯობესებთ მეტაბოლიზმის დონეს. ნაკლებად შეგაწუხებთ შიმშილი, ამიტომ სადილზე ნაკლებს შეჭამთ.


4. პირველ რიგში სუქდება მუცელი

მიზეზი:

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება

როგორ გახდეთ:

შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება, რადგან ის ძალიან კალორიულიცაა და თან მავნებელიც,

ჭამეთ ხშირად და პატარა ულუფებით. ეს გააუმჯობესებს თქვენს მეტაბოლიზმს და შეამცირებს თქვენი მუცლის ზომას.


5. პირველ რიგში სუქდება ფეხები

მიზეზი:

ეს შესაძლოა ვენური უკმარისობის ბრალი იყოს, ასევე ეს ხდება ორსულობის დროსაც

როგორ გახდეთ:

მოერიდეთ მარილს, ის ორგანიზმში წყალს აკავებს.
არ იჯდეთ 30 წუთზე მეტ ხანს ერთ ადგილზე, ხშირად ადექით და გაიარ-გამოიარეთ, თუ საშუალება გაქვთ ხშირად წამოწექით და ფეხები სხეულის დონეზე მაღლა აწიეთ.


6. პირველ რიგში სუქდება მუცელი და ზურგი

მიზეზი:

ასეთი გასუქების მთავარი მიზეზი ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესია.

როგორ გახდეთ:

გამოიძინეთ კარგად, რადგან ძილის ნაკლებობა მადას ზრდის.
ჭამეთ უჯრედისით მდიდარი საკვები, რომელიც კალორიების შეწოვას უწყობს ხელს და თქვენს წელს უფრო თხელს ხდის.

ამასთანავე ექვსივე ტიპის ადამიანს უნდა ახსოვდეს რომ სასურველის ხეულის ფორმების მისაღწევად ცხოვრების ჯანსაღი წესი და ფიზიკური აქტივობა აუცილებელი პირობაა.









წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა