X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
რას ამბობენ თითები პარტნიორზე და საკუთარ თავზე
  • რას ამბობენ თითები პარტნიორზე და საკუთარ თავზე

    რა შეუძლიათ მოგითხრონ თითებმა? ეს ძალიან სწრაფი ექსპრეს-ტესტია იმის შესახებ, თუ როგორი ხართ ჩვეულებრივ ურთიერთობებში. შეხედეთ თქვენს ცერა თითს, შეადარეთ ფალანგების სიგრძე და ამის მიხედვით გაიგეთ ბევრი საინტერესო საკუთარ თავზე. სხვათა შორის, თუ ამ დეტალებს დაიმახოვრებთ, ინფორმაციას მომავალ მეგობარზე ან პარტნიორზეც მიიღებთ, თანაც იმაზე ბევრად ადრე, სანამ მასთან მჭიდრო ურთიერთობას დაიწყებთ.
    გვაქვს სამი ვარიანტი.

    1. თითის ზედა ნაწილი ქვედაზე დიდია;

    2. ფალანგები ზომებში თითქმის ერთნაირია;

    3. ქვედა ნაწილი ზედაზე დიდია.

    დააკვირდით კარგად? ახლა ნახეთ თითოეულის მნიშვნელობა:

    1. ამ ფორმის თითების მქონეები ვნებიანი ადამიანები არიან. ისინი სიყვარულში მთლიანად ეშვებიან და უკან არ იხედებიან. მათთვის სამსახური, სწავლა და მთელი დანარჩენი მსოფლიო სიყვარულის ობიექტთან შედარებით არაფერია. საკმარისია, პარტნიორმა ყურადღება მოაკლონ, რომ შეიძლება, შეიშალონ. შედეგები არაპროგნოზირებადი იქნება.

    2. ასეთი ადამიანები მშვიდები და გონიერები არიან. ზედმიწევნით გეგმავენ როგორც საკუთარ, ისე ახლობლების ცხოვრებას. მნიშვნელობა არა აქვს – ეხება ეს ყოველდღიურ საკითხებს თუ რომანტიკულ ურთიერთობებს. ასეთ მიდგომას ზოგადად მივყავართ იქამდე, რომ ურთიერთობები შეიძლება, განვითარდეს ნელა, რადგან ყველა ნაბიჯის აწონ-დაწონვას, ფიქრს დრო სჭირდება.

    3. ასეთ ადამიანებს კარგად ეხერხებათ გარშემო მყოფთა ნდობის მოპოვება. გონიერები და დაკვირვებულები არიან. მუდმივად ფიქრობენ, აანალიზებენ, თუ რა ხდება მათ თავს და მათ გარშემო. ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობებსაც. გრძნობის ანალიზი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ნურასოდეს დააჩქარებთ.







    წყარო:newposts.ge
    313 ნახვა
    Загрузка...
    16-08-2019, 07:52
    Загрузка...