თეგებით ძიება
19. 08. 2019 News-ები

წალენჯიხაში მწერის ნაკბენისგან მამაკაცი დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში ფუტკრისებრთა ჯიშის მწერის, ბაზის ნაკბენისგან 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

"ლაივპრესის" ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიული იყო, რის გამოც ხუთვები დაეწყო, ასთმური შეტევა განუვითარდა და ზუგდიდის საავადმყოფოში შეყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

"სანამ სახლში მივიდა, მანამ მოეწამლა ორგანიზმი. ყოველწლიურად არის ეს მწერი. ვისაც ალერგიული ფონი აქვს, მათთვისაა უფრო საშიში. ფაროსანას შეწამვლის დროს, ნივთიერება ამ მწერზეც მოქმედებს. ცალკე მისი შეწამვლა არ ხდება", - განმარტეს წალენჯიხის მერიაში.

მათივე ცნობით, ბაზის ნაკბენისგან ადამიანი საჩინოში შარშანაც გარდაიცვალა. ორი წლის წინ კი, ახალგაზრდა მამაკაცი დაკბინა ყანაში მუშაობისას. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა