თეგებით ძიება
19. 08. 2019 News-ები

კანის მოვლის 10 შეცდომა, რომელსაც ყველა ქალი ვუშვებთ!

ყველა გოგონას სურს იყოს ლამაზი. მაკიაჟს ჩვენი ნაკლის დაფარვა შეუძლია. ამ უკანასკნელისთვის კი ყველაფერს ვაკეთებთ. მაგრამ განა ეს კანისთვის კარგია?

დღეს ჩვენ იმ შეცდომებზე მოგიყვებით, რომლებსაც კანის მოვლის დროს ვუშვებთ.

1. არასწორი პროდუქტის არჩევა


კანის მოვლის დროს აუცილებელია სწორი პროდუქტი შევარჩიოთ. პირველ რიგში ის კანის ტიპს უნდა ერგებოდეს, მეორე რიგში ის უნდა იყოს შერჩეული ჩვენი ასაკის გათვალისწინებით. კოსმეტოლოგს შეუძლია დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

2. მზისგან დამცავი კრემის არგამოყენება.


კოსმეტოლოგები გვირჩევენ მზისგან დამცავი კრემი იმ შემთხვევაშიც ვიხმაროთ, თუ მზე არ არის. ქალებმა, რომლებსაც სენსიტიური და ღია ფერის კანი აქვთ, ეს კრემი რეგულარულად უნდა გამოიყენონ ხოლმე. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ულტრაიისფერი რადიაციის ზიანის მომტანი ეფექტი და შევამციროთ ნაოჭების რაოდენობა.

3. სველ კანზე კრემის წასმა


ზოგი ფიქრობს, რომ თუ კრემს სახის დაბანიდან იმწამსვე წავისვამთ, ეს კანს დატენიანებაში დაეხმარება. ეს მითია. ჯობს სახე ნაზად გაიწმინდოთ, გამოიყენოთ ტონიკი, დაელოდოთ მის გაშრობას და შემდეგ კანის დამატენიანებელი წაისვათ.

4. იმ პროდუქტების გამოყენება, რომლებიც ზედმეტად ქაფდება.




არ დაიბანოთ სახე ისეთი პროდუქტით, რომელიც ზედმეტად ქაფდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მასში ისეთი ინგრედიენტებია, რომლებიც თქვენი კანისთვის საზიანოა. სენსიტიური კანისთვის გამოიყენეთ გამწმენდი რძე.

5. სახის დაბანა ზედმეტად ცხელი ან ცივი წყლით


სახის დაბანა ზედმეტად ცხელი ან ცივი წყლით კარგი იდეა არ არის. ჯობს თბილი წყალი გამოიყენოტ. ის ზიანს არ მიაყენებს კანს და არაჩვეულებრივად გაწმენდს მას.

6. თვალების გარშემო კანის დაიგნორება


თვალების გარშემო კანი დელიკატურია და სპეციალურ მზრუნველობას მოითხოვს. აუცილებელია სპეციალური კრემები გამოიყენეთ და შემდეგ მათი საშუალებით ეს არე დაიმასაჟოთ.

7. ტუჩების დავიწყება



გამომშრალი და აქერცლილი ტუჩები ლამაზი სანახი არ არის. არ დაგავიწყდეთ მათი დატენიანება.

8. სახის კრემის წასმა არასწორად


უმჯობესია კანი დაიმასაჟოთ და ასე წაისვათ კრემი.

9. ბალიშისპირს არ ცვლით ხშირად


კოსმეტოლოგები გვირჩევენ ბალიშისპირები რამდენიმე დღეში ერთხელ გამოვცვალოთ ხოლმე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ ოფლში ძილი მოგიწევთ, რაც თქვენს კანს პრობლემებს შეუქმნის.

10. ხშირად ეხებით სახეს


ეცადეთ არ შეეხოთ სახეს და დაასვენოთ თქვენი ნიკაპი. ამით თქვენ ხელს უწყობს ბაქტერიები ჭუჭყიანი ხელიდან სახეზე გავრცელდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა