თეგებით ძიება
19. 08. 2019 News-ები

როგორ მოვიშოროთ ცხიმები ხელებიდან? 3 საინტერესო რჩევა მხოლოდ თქვენთვის!

ცხიმი ხელებზე – არა მარტო ქალების, არამედ კაცების პრობლემაცაა. ის ძირითადად 30 წლის შემდეგ ვლინდება ხოლმე. როცა ფიზიკური აქტივობა არ არის საკმარისი, მცირდება კუნთების მოცულობა და იზრდება ცხიმოვანი ქსოვილები. თუ ამ მდგომარეობას დავამატებთ კანის ელასტიკურობის შემცირებას, მივიღებთ ხელებზე ცხიმს.



როგორ მოვიშოროთ ცხიმი ხელებიდან?


1) კვება


პირველ რიგში თქვენი რაციონი შეცვალეთ: უარი თქვით შაქარზე, ალკოჰოლზე და ტკბილ სოდიან სასმელზე. მიირთვით: თევზი, ქათმისა და ინდაურის ხორცი, კვერცხი, ყველი. არ დაგავიწყდეთ ბოსტნეული და მწვანილი.

2) კანის მოვლა


კონტრასტული შხაპი და მასაჟი კანს ელასტიკურობას დაუბრუნებს. კონსტრასტული შხაპი სისხლძარღვებს ასტიმულირებს. მასაჟი ასევე ეხმარება კანს აღდგენაში. წრიული მოძრაობებით ყოველდღიურად 15-20 წუთით ხელზე პრობლემური ადგილები დაიმასაჟეთ.

3) ვარჯიშები ხელებისთვის

კუნთები ტონუსში რომ მოვიყვანოთ, ვარჯიშები აუცილებელია.

უყურეთ ამ ვიდეოს, გაიმეორეთ მასში ნაჩვენები ეფექტური მოძრაობები და ჩადექით ფორმაში. ჰანტელების ნაცვლად პლასტმასის ბოთლები შეგიძლიათ გამოიყენოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა