თეგებით ძიება
19. 08. 2019 News-ები

როდის იწყება მშობელსა და შვილს შორის უთანხმოება - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

მშობლების და შვილების ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ამ ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები.

მშობლების უმრავლესობისთვის მათი შვილების მოზარდობის ხანა ცხოვრების რთულ ეტაპად ითვლება. მოზარდები იწყებენ იმ ფასეულობების გადაფასებას, რაც აღზრდის პროცესში წლების მანძილზე მშობლებმა მიაწოდეს. ამ პერიოდში ხშირია მშობლებსა და შვილებს შორის დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტები. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს ტენდენცია პირველ შვილსა და მშობელს შორის უფრო მკვეთრია ვიდრე მომდევნო შვილებსა და მშობელს შორის. მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ამ თემებზე თსუ-ს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ ისაუბრა.

„ყველაზე კარგად უთანხმოების პროცესი ჩანს გარდამავალ, გარდატეხის ასაკში. ამ დროს მოზარდის პიროვნული ზრდა მიმდინარეობს, აქვს ბევრი კითხვა და ეძებს მათზე პასუხებს, ხდება მანამდე არსებული ფასეულობების გადაფასება. ეს პროცესი მწვავედ მიმდინარეობს, თუმცა გარდამავალ პერიოდამდე ბავშვი რამდენიმე ეტაპს გადის და აუცილებელია მშობლებმა სწორედ ამ ეტაპებზე გაამახვილონ ყურადღება.

გარდატეხის ასაკი იწყება 11 წლიდან, თუმცა რა ხდება 11 წლამდე, მშობლებმა სწორედ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. მნიშვნელოვანი ასაკია 3 წელი, 2-3 წლის ბავშვმა ძალიან კარგად იცის რა უნდა გარესამყაროსგან, თუმცა ხშირად მშობელი არ თვლის, რომ 3 წლის ბავშვი პიროვნებაა, აქვს თავისუფალი ნება და არჩევანი, ამიტომ მის ნაცვლად იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას, რაც არასწორია.

მშობლები ცდილობენ, რომ 3 წლის ასაკში ბავშვის თავისუფალი ნება არ შეზღუდონ და ყველაფრის უფლებას აძლევენ, ხოლო გარდატეხის ასაკში პირიქით, შეზღუდვებს უწესებენ. შეზღუდვა და ჩარჩოს დადება სჭირდება 1-4 ასაკამდე ბავშვს.

წყარო: fortuna.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა