თეგებით ძიება
20. 08. 2019 News-ები

"ნასვამები იყვნენ და საზღვარი საკუთარი ნებით დაარღვიეს"- ჯიოევი ახალუბნიდან ახალგაზრდების გატაცებაზე

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევი, ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტში, ახალუბნის თემიდან საქართველოს 8 მოქალაქის გატაცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მთელ მსოფლიოს აცნობა ადამიანების გატაცების შესახებ, სინამდვილეში ნასვამმა ადამიანებმა საკუთარი ნებით დაარღვიეს საზღვარი. ჯიოევი მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების საშუალებად, სასაზღვრო ობიექტების შექმნას მიიჩნევს.

„გასულ შაბათს საქართველოს 8 ახალგაზრდა მაცხოვრებელმა, რომლებიც ნასვამები იყვნენ, ავტომობილებით მასიურად დაარღვიეს საზღვარი სოფელ აძვის ტერუტორიაზე. იქ რომ შესაბამისი სასაზღვრო ობიექტი ყოფილიყო, სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სავარაუდოდ არც მოხდებოდა. მიუხედავად ამისა თბილისმა მთელ მსოფლიოს გამოუცხადა „ადამიანების გატაცების“ შესახებ. ამ ადამიანებმა კი საზღვარი საკუთარი ნებით დაარღვიეს.“- განაცხადა ჯიოევმა.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა