თეგებით ძიება
20. 08. 2019 News-ები

რუსთავი2-ის სამ წამყვან ჟურნალისტს ხელფასები არ მისცეს

„გარკვეულ ადამიანებს ხელფასი არ გვეძლევა, ფინანსური კრიზისიაო ამბობენ“, - ამბობს „აიპრესთან“ საუბრისას „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ის არხის დატოვებას არ აპირებს. ჟურნალისტის თქმით, ტელეკომპანიის მენეჯმენტმა სამი წამყვანი ჟურნალისტი გამოარჩია, რომლებსაც ხელფასები არ ჩაერიცხათ.

„რუსთავი 2-დან არ წამოვალ მანამ, სანამ ჩემს სათქმელს ვამბობ. იმიტომ რომ, პროტესტის ფორმა ხომ უნდა იყოს რატომ მივდივარ არხიდან? იმ შემთხვევაში მივდივარ იმ არხიდან, რომელშიც 17 წელი გავატარე, თუ ჩემს სათქმელს ვერ ვიტყვი.

თუ მომივა ცენზორი, თუ მეტყვის რომ ბიძინა უნდა ვაქო ან ა.შ. მიუხედავდ იმისა, რომ სხვადასხვა ზეწოლის ფაქტებია, თუ მექნება იმის საშულება როგორიც დღეს მაქვს, ვილაპარაკო ის რაც უნდა ვილაპარაკო, არხიდან არავინ წავა. მაგალითად, გარკვეულ ადამიანებს ხელფასი არ გვეძლევა, ფინანსური კრიზისიაო ამბობენ, მაგრამ, 800 კაცს ურიგებენ, 3 კაცი აგვარჩიეს და ჩვენ არ გვირიგებენ. მიუხედავდ ამისა, რომც არ ჩამირიცხონ ივნისის და აგვისტოს ხელფასი, მაინც არ წავალ“, - ამბობ ნანუკა ჟორჟოლიანი.

„აიპრესის“ კითხვაზე მის გარდა კიდევ, ვის არ მისცეს ხელფასი, ჟორჟოლიანი პასუხობს - „ნოდარ მელაძეს და გიორგი გაბუნიას“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა