თეგებით ძიება
20. 08. 2019 News-ები

"ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ"- დავით ქაცარავას თავს დაესხნენ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელის დავიტ ქაცარავას თქმით, გორიც მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში მას ტიტუშკების ჯგუფი დახვდა, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყნეს და ქვები ესროლეს. ქაცარავას განცხადებით ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა მათ თავდასხმის შეჩერება ვერ შეძლეს:

„მეგობრებო!

ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში.წამლები მოვუტანე დათა პაპას.

ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ.

დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი.

მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ.

მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით?

გასაგებია.მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით

პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა.

ხო, სხვათა შორის, კუანა კურდღლებო, ყბები როგორ გაქვთ?“- წერს დავით ქაცარავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა