თეგებით ძიება
20. 08. 2019 News-ები

პაატა სალია რუსთავი2-დან ნანუკა ჟორჟოლიანსაც უშვებს

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას თქმით, ტელეკომოპანიიდან იმ ჟურნალისტებს გაუშვებენ, რომლებთანაც ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, მათ ნაწილთან დაკავშირებით რ2-ის ხელმძღვანელობა შვებულებების დასრულების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ ადამიანებს შორის სალიამ ნანუკა ჟორჟოლიანიც დაასახელა:

„ნანუკას შემთხვევაში, მას აქვს კომპანიის იურისტების ანალოგიური განცხადება გაკეთებული, „ჩვენ ვასაჩივრებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, კარგი იქნება თუ შეიცვლება სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენ სარჩელს უფრო სწრაფად მიიღებს სტრასბურგის სასამართლო.“ ნანუკა პირდაპირ აცხადებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს მესაკუთრის შეცვლა და ასეთ ვითარებაში, ერთად მუშაობა, თანამოაზრეობა და ერთი საქმის კეთება როგორ წარმოგიდგენიათ? ეს არის მინდა წყლის ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლება, რომ ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება მესაკუთრეს იყოს მასთან დასაქმებული და ა.შ.“- განაცხადა სალიამ.

სალიას თქმით, მისი ინფორმაცით ამ დროისთვის ნანუკა ჟორჟოლიანიც შვებულებაშია.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა