თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

"იდიოტ ხალვაშს და მის ხელის ბიჭს სალიას, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა მორალური განაჩენი გამოუტანეს" - გოჩა მირცხულავა

ნალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, "რუსთავი 2" -ის ჟურნალისტების დიანა ჯოჯუასა და მიშა სესიაშვილის მიმართვას და მათ გადაწყვეტილებას არხის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მირცხულავა აცხადებს, რომ წამყვანებმა ხალვაშსა და სალიას მორალური განაჩენი გამოუტანეს.

"იდიოტ და ხარბ ხალვაშს და მის ხელის ბიჭს - კაცის კაცს - სალიას დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა მორალური განაჩენი გამოუტანეს. რაღა გამოუტანეს - მოკლეს. თუმცა ისინი ამას ვერ მიხვდებიან...
ვინც ეს დაგეგმეთ, რა ეტყობა ამას ნაფიქრალი და დაგეგმილი მაგრამ მაინც, იცით რა დარტყმა მიაყენეთ არა მხოლოდ ქართულ მედიას, არამედ ქართულ საზოგადოებას. მინიმალური პრაგმატიზმის პირობებში ამ მდგომარეობას ოდნავ ჭკუათმყოფელი არ დააყენებდა. თუმცა, როგორც ვხედავ ადეკვატურობის ხარისხი პლინტუსს ქვემოთ გაქვთ და ვერც კი ათვითცნობიერებთ რას აკეთებთ.
დედა, რა შარში ვართ, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ხალვაში მართლა კაცი ჰგონია და "დარწმუნებულია", რომ რუსთავი 2 მას "ეკუთვნის".
უბედურებაა ის, რომ ამ ტელევიზიის ფენომენი ვერ გაიგეთ. ღირებულებებზე დავას კი აზრი არ აქვს.
და მაინც - რატომ მგონია, რომ ეს ყველაფერი დიდი ვირეშმაკობის შედეგია" - წერს მირცხულავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა