თეგებით ძიება

21 აგვისტოს ატროლოგიური პროგნოზი

ვერძი - დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი რთული საქმე. სახლში სიმშვიდე დაისადგურებს, განწყობა და შინაგანი შეგრძნება ამაღლებული გექნებათ. უსიამოვნებებს თავი რომ აარიდოთ აუცილებელია ქცევის მანერისა და დამოკიდებულების შეცვლა ზოგიერთი ნაცნობის მიმართ. ფორტუნა წყალობს კონსტრუქტორებს და არქიტექტორებს.

კურო - დღეს ვერ გამონახავთ საერთო ენას ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გაიზრდება მოწამვლის შანსი. პრეპარატებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ, შეამოწმეთ ვადები. არ გადააჭარბოთ დოზას. ფრთხილად იყავით თვითმფრინავით მგზავრობისას.

ტყუპი - დღეს განსაკუთრებით ყურადღებიანი უნდა იყოთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ფულს, რომელსაც დღეს გაასესხებთ მიიღებთ დაგვიანებით, ან საერთოდ ვერ დაიბრუნებთ. ნათესავები დაგეხმარებიან მოეწყოთ საინტერესო და შემოსავლიან სამსახურში. ფრთხილად იყავით მომწამვლელ ნივთიერებებთან, წამლების დოზა დაიცავით მკაცრად.

კირჩხიბი - მთლიანობაში კარგი დღეა. ნუ დაივიწყებთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია სიტუაციის ყურადღებით შსწავლა. კუჭის დაავადების მქონეთათვის რეკომენდირებულია მენიუდან ცხარე და მლაშე საკვების გამორიცხვა. ფინანსურ გარიგებებში თავშეკავებული და ფრთხილი იყავით.

ლომი - დღე მთლიანობაში ნაყოფიერია. აქტუალური იქნება შემოსავლების გადანაწილება, გადასახადების გადახდა. წარუმატებელი დღეა სექსისთვის. საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმეთ.

ქალწული - დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.

სასწორი - სავარაუდოდ დღე დაიწყება კონფლიქტით. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს გაატარებთ ახლობელ ადამიანთან რომანტიკულ გარემოში. მოერიდეთ ავტორიტარულობასა და სხვების ნაკლის ზედმეტად აღნიშვნას, თორემ დღის ბოლოს მარტო დარჩებით. უგნური სურვილებისგან თავი შეიკავეთ.

მორიელი - დღეს მხნე და ინიციატივინი ხართ, ყველა საქმე გამოგივათ. არ ღირს ახალი პროექტების შემუშავება. სადილობის შემდეგ ხასიათი შეგეცვლებათ, უფრო მეტად მობილიზებული იქნებით და საქმეებიც უკეთ წავა. სასარგებლოა ვალუტის გაყიდვა.

მშვილდოსანი - დღეს მხნე და ინიციატივიანი ხართ, ყველა საქმე გამოგდით. მენიუდან დღეისათვის გამორიცხეთ ხორცი, ჩაანაცვლეთ ბოსტნეულით. კარგი და საბრძოლო განწყობა, რომელიც დილიდან მიიღეთ, გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას. დღეს ნაყოფიერი იდეები მოგივათ.

თხის რქა - კარგი დღეა საქმიანი წამოწყებებისთვის. თქვენი პირადპირობა და გულღიაობა დაგეხმარებათ მოუგვარებელი საკითხების გადაჭრაში. ინტელექტუალური სამუშაოს მქონე პირები გააფორმებენ მომგებიან ხელშეკრულებებს მეცნიერული სამუშაობის ჩატარებაზე. ოჯახთან ერთად გაემგზავრეთ აგარაკზე, ტყეში.

მერწყული - დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი რთული საქმე. დამოკიდებული იქნებით თქვენს პარტნიორებზე, ამიტომ, გეგმების განხორციელებისას, ნუ დაივიწყებთ მათ, ვინც ყოველთვის გეხმარებოდათ. სპორტული ვარჯიში შეიძლება ტრავმით დასრულდეს. განწყობა უკეთესი გაქვთ.
თევზები - დღეს საერთო ენას ვერ გამონახავთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეიძლება ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. სამსახურში რომ არ დაგაგვიანდეთ მაღვიძარა დააყენეთ. საყოფაცხოვრებო ქიმიასთან სიფრთხილე გამოიჩინეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა