თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

"მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო" - "რუსთავი2" -ს პაატა იაკობაშვილიც ტოვებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილი ტოვებს.

პაატა იკობიშვილი ამბობს, რომ ვერ იმუშავებს არხზე, სადაც მას სთხოვენ, რომ რუსეთს ოკუპანტი არ უწოდოს.

“აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების აზრს და დამოკიდებულებას. რუსთავი 2-ის და კურიერის სიძლიერე მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ეს იყო თანამოაზრეების გუნდი.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას და მმართველ პარტიას უბრალოდ სურთ, ხავერდოვანი ცვლილებების სახე მისცენ ამას ყველაფერს, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე ვთქვა, რომ ეს რა სასწაული ყოფილა,” – განაცხადა პაატა იაკობაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა “მთავარში” .

წყარო: newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა