თეგებით ძიება

როგორი ქალები უყვართ ზოდიაქოს ნიშნის კაცებს? ქალბატონებს დაგაინტერესებთ!

ასტროლოგია ცდილობს ადამიანის პიროვნების საიდუმლოებები გამოიცნობს. ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ზოდიაქომ უფრო მეტი იცის ჩვენ შესახებ, ვიდრე ჩვენ თვითონ.


არსებობს სხვადასხვანაირი მიზიდულობა ადამიანებს შორის. ჩვენ ერთმანეთი ინტელექტის, გარეგნობის ან სხვა თვისებების გამო მოგვწონს. ნებისმიერი რაღაც სიყვარულის მიზეზი შეიძლება გახდეს.

დღეს კი გეტყვით, თუ როგორი ქალები უყვართ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს.



ვერძი (21 მარტი — 19 აპრილი)

ამ ნიშნის კაცებს დამოუკიდებელი და ძლიერი ქალები უყვართ. რაც უფრო წარმატებულია ქალი, მით უფრო მეტად უყვარს ვერძს ის. ისინი უპირატესობას ინტელექტს ანიჭებენ.



კურო (20 აპრილი— 20 მაისი)

ამ ნიშნის კაცების ყურადღების ქვეშ კი მხიარული და ქალური გოგონები ექცევიან.

ტყუპები (21 მაისი — 20 ივნისი)


ტყუპებს ისეთი გოგონა შეუყვარდებათ, რომელიც ჭკვიანი, მხიარული და შემოქმედებითი იქნება.



კიბო (21 ივნისი — 22 აგვისტო)

კიბოს სურს, რომ მისი არჩეული გოგო მხოლოდ მას ეკუთვნოდეს.



ლომი (23 ივლისი — 22 აგვისტო)

ლომები უპირატესობას ეფექტურ, საკუთარ თავში დარწმუნებულ ქალებს ანიჭებენ. ამ უკანასკნელთა მაკიაჟი უნაკლო უნდა იყოს, ფიგურა – იდეალური, თმა – კი უბრალოდ არაჩვეულებრივი.

ქალწული (23 აგვისტო — 22 სექტემბერი)

ქალწულ კაცებს ჭკვიანი და ლამაზი ქალები მოსწონთ, ოღონდ დაბალი თვითშეფასებით. ასეთი გოგონები უფრო მომთმენები არიან. ემოციურ ქალებს ქალწულები ვერ იტანენ.



სასწორი (23 სექტემბერი — 22 ოქტომბერი)



როცა სასწორი მამაკაცი იდეალურ პარტნიორს იპოვის, ყველაფერს გააკეთებს მისი გულისთვის. ცუდი ამბავი ისაა, რომ ძნელია იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ემოციურად და ინტელექტუალურად თქვენი შესაფერისი იქნება.

მორიელი (23 ოქტომბერი — 21 ნოემბერი)

მორიელებს უყვართ, როცა ყველაფერში საუკეთესონი არიან. ამიტომ თვლიან, რომ გოგოც საუკეთესო ეკუთვნით. მათი პარტნიორი ქალბატონი უნდა იყოს ჭკვიანი, სექსუალური, ვნებიანი, სპორტული და დამოუკიდებელი.



მშვილდოსანი (22 ნოემბერი — 21 დეკემბერი)

მშვილდოსანს უყვარს ენერგიული ქალები. ამ უკანასკნელს უნდა შეეძლოს მისი გაოცება.



თხის რქა (22 დეკემბერი — 19 იანვარი)


თხის რქისთვის ქალი უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. მას უნდა ჰქონდეს საკუთარი ცხოვრება, ჰობი, კარიერა, ოცნებები და ინტერესები.



მერწყული (20 იანვარი — 18 თებერვალი)

მერწყულებს მოსწონთ ქალები, რომლებსაც სხვების აზრი არ აღელვებთ. ისინი ყოველთვის რჩებიან საკუთარ აზრზე და ზუსტად ეს აღაგზნებთ კაცებსაც.

თევზები (19 თებერვალი — 20 მარტი)

ამ კაცებს უყვართ თავად სიყვარული. მათ სჭირდებათ გოგონა, რომელიც არის რბილი, კეთილი, გახსნილი და ნაზი. ის აუცილებლად უნდა აფასებდეს ხელოვნებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა