თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

რამდენიმე ხრიკი, რომელიც თქვენს შვილებს სწავლას შეაყვარებს!

ბევრი ინფორმაცია, გადატვირთული ცხრილი, უამრავი საწერი – ეს ყველაფერი ბავშვს სწავლას ურთულებს. თუ ჩვენ მათ დროის მენეჯმენტს სწორად შევძლებთ, ყველაფერი გამარტივდება. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო ხრიკებს, რომლებიც თქვენ შვილს სწავლას გაუხალისებს.

დილით ადგომა


1) მოამზადეთ ისეთი საუზმე, რომელიც თქვენს ბავშვს ადრე ადგომას და მის ჭამას მოანდომებს.

2) ძილის წინ დაალევინეთ ერთი ჭიქა წყალი – ეს აჩქარებს მეტაბოლიზმს და ამშვიდებს სხეულს.

3) ბავშვმა სრულ სიბნელეში უნდა იძინოს – მელატონინი გამომუშავდება იქ, სადაც სინათლე არ არის.

4) მაღვიძარა ოთახის მეორე მხარეს დადგით. ეს ბავშვს დილით წამოდგომაში დაეხმარება.

5) გამორთეთ მობილური.

გააკეთეთ ჩანიშვნები, რაც თქვენს შვილს უკეთ დამახსოვრებაში დაეხმარება


მოტივაცია არასაკმარისია? ყოველი პარაგრაფის შემდეგ სასუსნავი დაუდეთ.


იპოვეთ გამოსავალი: თუ მათემატიკაში ამოცანის გადაწყვეტა გიჭირთ, ეს wolframalpha გამოიყენეთ. პროგრამა დაგიწერთ მაგალითის გადაწყვეტის კონკრეტულ ამოხსნას.


ისწავლე ყველაფერი, დაიმახსოვრე ყველაფერი, არ გადაიღალო.


1) როგორ ვისწავლოთ ახალი გაკვეთილი? მიყევით ამ მეთოდს: 25 წუთი სწავლობთ, შემდეგ 5 წუთი ისვენებთ. მესამე ცდაზე შესვენება 20 წუთის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

2) თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა გაკვეთილი კარგად დაიმახსოვროს, მოაყოლეთ ის ხმამაღლა და გარკვევით. სიჩქარეს მნიშვნელობა არ აქვს.

3) თუ ბავშვი ვერ კონცენტრირდება, ჩაურთეთ მას რამე ინსტრუმენტალური მუსიკა, მაგალითად, ეს : Hans Zimmer — Pandora.

4) სწავლამდე 15-20 წუთი სეირნობა ხელს უწყობს ტვინის უკეთ მუშაობას.

5) მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პიტნა ასტიმულირებს ტვინის მუშაობას.

აი რა დროსაა ტვინი ქმედითი:


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა