თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

„მე წავედი... ხვალ მოვა ის, ვინც საბოლოოდ გამორთავს რუსთავი 2-ის ღილაკს... “ - გიგლა თუმანიშვილმა რ2 დატოვა

მას შემდეგ რაც პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაუშვა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, თოქშოუს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძე და თოქშოუ არჩევანის წამყვანი გიორგი გაბუნია, რუსთავი 2-ს ჟურნალისტები ტოვებენ. გუშინ 9 საათიან კურიერში საგანგებო განცხადება გააკეთეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, რის შემდეგაც მათ არხი დატოვეს და კურიერის მაუწყებლობა შეწყდა. ტელეკომპანია დატოვა დავით ქაშიაშვილმა, მაიკო ლომიძემ, ასევე გიგლა თუმანიშვილმა და ეკა გაგუამ.
„11 წელი ერთ ყუთში ჩამეტია!!! როგორც ჩანს არ ყოფილა ბევრი დრო, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დროა ერთ ოთახში იცხოვრო და აკეთო ის საქმე რაც ძალიან გიყვარს!!! დიახ მე ვცხოვრობდი რუსთავი 2-ში,ძალიან დიდ დროს ვატარებდით არხსზე რომელიც ჩვენ ჩვენი წილი აგურებით ვაშენეთ. მიყვარს უზომოდ ეს ტელევიზია, დავრჩები იმ ადამიანების გულშემატკივრად ვინც გააგრძელებს ამ არხზე მუშაობას!!!

მე წავედი... ხვალ მოვა ის ვინც საბოლოოს გამორთავს რუსთავი 2-ის ღილაკს, მივა და იტყვის ბედნიერი სახით რომ მაგარ საქმეებს გააკეთებს, არადა ერთხელ ვიხილეთ მისი მაგარი საქმეები... მისგან განსხვავებით არც ერთი ჩემი სიუჟეტის არ მრცხვენია, არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მერიდება და კიდევ ვიტყვი რომ რუსეთი ოკუპანტია, დავით გარეჯი საქართველოა, გუგუტიანთკარი ჩვენი ქვეყანაა, საპატრიარქოში პრობლემებია და მთავრობა დაჩმორებულია რუსული გავლენით!!!


დიახ წავედი რუსთავი 2-დან, ჩემთვის ძალიან საყვარელი ტელევიზიიდან. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა თითოეულ მაყურებელს და მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, იმ თბილი სიტყვებისთვის რომელიც არაერთხელ უთქვამ ქუჩაში. გავა დრო და კიდევ შევხვდებით... მიყვარხართ!!! მიყვარხართ ჩემო მეგობრებო!!!

წყარო: newposts.ge
და რაც მთავარია კინაღამ დამავიწყდა! მადლობა თითოეულ რესპოდენტს, რომლებიც გვაბრაზებდნენ და ვაბრაზებდით, პრესსამსახურის თანამშრომლებს ქოცების დროსაც და ნაცების დროსაც, რომლებსაც ხშირად ვეკამათებოდი, ახლა ყველა დავრწმუნდებით ვისაც აქამდე არ სჯეროდა რა კარგი იყო სივრცე სადაც გაკრიტიკებენ იმიტომ რომ არ მოეშვა. წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს!“ - წერს გიგლა თუმანიშვილი ფეისბუქის გვერდზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა