თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

„მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ… აწი, ხვეწნას არ ვაპირებ..."

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ახალ ტელევიზიას აკეთებს და რ2-ის ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მიმართავს:

„მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს , შენობა - რ2ზე უკეთესი, კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ.

აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ.

მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და

მოიპოვეთ

ჩვენთან

ერთად

თავისუფლება

ps ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია

pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that.“ - წერს ნიკა გვარამია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა