თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

ყულაბა მოხუცებისთვის სურსათის მაღაზიაში, სადაც თქვენი დატოვებული თანხით პენსიონერები პროდუქტს შეიძენენ

მარიამ ნატროშვილი სოციალურ ქსელში წერს იმ იდეის შესახებ, რომელიც მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში მოხუცებულმა მის თვალწინ ლარად შეფასებული ატამი ვერ შეიძინა.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„დღეს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში შევედი, რიგში ჩემამდე მოხუცი ქალი იდგა. ერთი ცალი ატამი ააწონინა გამყიდველს და ფასი ჰკითხა. 1 ლარი ღირდა. დაფიქრდა, თავი გააქნია და უკან დააბრუნა.
მთელი პარლამენტი, მთავრობა, გუბერნატორები, მერები, მღვდლები და ა.შ. აი ამ პენსიაზე უნდა დასვა და აცხოვრო ერთი თვე მაინც. 1 კვირა მაინც.
მერე გამახსენდა, იტალიაში ნიტო საფრანგეთში, ყავას რომ ყიდულობენ კაფეში, ორმაგს იხდიან – და ეუბნებიან, რომ ზედმეტი გადახდილით, ვისაც ფული არა აქვს, იმას დაალევინონ ყავა, რაღაც სიტყვაა, ვერ ვიხსენებ და ვერც დავგუგლე. ხოდა, იმ ადამიანებმაც იციან, რომ მათთვის იმ კაფეში ვიღაც იხდის და შედიან და უფასოდ სვამენ.
ჰოდა, აი, უბნის ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში რომ მოიხოდოს ეგ ამბავი და თუნდაც 2-3 ლარით მეტი რომ დატოვოს, ვისაც შეუძლია, რამდენიმე ადამიანს მაინც დაეხმარებოდა ერთი დღის გადატანაში.
ახლა გამეღვიძა და გამახსენდა და ჩავალ, გავარკვევ ჩემს მაღაზიაში, თუ დათანხმდებიან და თუ გამოვა, მოგახსენებთ და თქვენს მაღაზიებშიც ცადეთ.
ამ დამპალ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთის იმედად თუ ვიქნებით. მთავრობა რას აკეთებს, თუ ჯერ არ იცით, აი, აქ შეგიძლიათ ნახოთ: ფლანგვის დეტექტორი.

update: ხილ- ბოსტნეულის მაღაზიაში არ გამოვიდა, სამაგიეროდ, გამოვიდა სურსათის მაღაზიაში – ძალიან კარგმა ადამიანმა, მეპატრონემ – ვცადოთ, დავდგათო, ოღონდ კვირაში ერთხელ იყოს აღებაო.

წყარო: fortuna.ge
ახლა ყუთს დავამზადებინებ, თუ ყულაბას, თუ რაც უნდა დაიდგას და ფოტოებსაც დავდებ და გეტყვით კიდეც, სადაა მაღაზია და თუ პლატოზე მოხვდებით, დატოვეთ ხოლმე #მოხუცებისთვის.

(მარტო მოხუცებისთვის გადაწყდა, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვაო და ნუ იყოს მოხუცებისთვის) ვისაც არ გეზარებათ, სცადეთ თქვენი უბნის მაღაზიებში, უარს არავინ იტყვის, ასე მგონია“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა